პარტია
„პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი NDI -
ის კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ „მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე! “
„კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავზაობთ.
„ისევ ეკონომიკაზე: NDI-ის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 20 % არის უმუშევარი. დასაქმებულების ჯამური რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს, თვიური შემოსავალი აქვს 500 ლარამდე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ანაზღაურებად. ეს ხალხი, ფაქტობრივად, უფასოდ შრომობს. ისინი ვერ ჩაითვლებიან დასაქმებულებად.
ეს მარტივი მათემატიკაა, მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე!
პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და დაინახო მთელი სიღრმე, რომ შეძლო მისი უკეთესად მოგვარება!“, - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.
NS