კახეთი გაუდაბნოების მაღალი რისკის წინაშეა - რა ელის სოფლის მეურნეობას

კახეთი გაუდაბნოების მაღალი რისკის წინაშეა - რა ელის სოფლის მეურნეობას

access_time2021-11-28 10:00:21

კახეთი გაუდაბნოების მაღალი რისკის წინაშე მყოფი რეგიონია. ამის შესახებ აისეტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატისტიის თანახმად, კახეთი ერთ-ერთია საქართველოს იმ რეგიონებს შორის, რომელიც ეკონომიკურად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის თანახმად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების 40.1% კახეთზე მოდის. ამ მიწების უდიდესი წილი სახნავ მიწებზე, საძოვრებსა და ვენახებზე მოდის, რაც განაპირობებს კახეთის ლიდერობას მარცვლეულის წარმოების, მეცხოველეობის და მეღვინეობის მიმართულებებით. 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ღვინის 75.5% კახეთზე მოდიოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რთველი სწორედ კახეთთან ასოცირდება. ამასთან, ღვინო და მასთან დაკავშირებული პროდუქტები რჩება საქართველოს ერთ-ერთ წამყვან საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტად და 2020 წელს მთლიანი ექსპორტის 10% შეადგინა.

დიდი ხანია საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციისთვის (UNFCCC) მომზადებულ ეროვნულ საკომუნიკაციო დოკუმენტებში სოფლის მეურნეობა კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლად სექტორად სახელდება. კახეთი კი, როგორც აღმოჩნდა, საერთოდაც გაუდაბნოების მაღალი რისკის წინაშე მყოფი რეგიონია. გაუდაბნოება ხელშესახებ უარყოფით გავლენას მოახდენს კახეთის სოფლის მეურნეობის სექტორსა და მის ეკონომიკურ აქტივობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგიონში ამინდის ცვლილებების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციების უკეთ შესწავლა.

გაუდაბნოების რისკი, როგორც წესი, გამოიხატება ტემპერატურის მატებით და ნალექების რაოდენობის კლებით. საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ კახეთში ყოველ სეზონზე უკვე ფიქსირდება საშუალო ტემპერატურის მატება (გაზაფხულზე +0.31℃, ზაფხულში +0.94℃, შემოდგომაზე +0.60℃ და ზამთარში +0.30℃). ამასთან, არსებული პროგნოზებით, ჩანს რომ ტემპერატურის მატება მომავალშიც გაგრძელდება, საუკუნის ბოლომდე.

ამასთან, ნალექებთან დაკავშირებული პროგნოზებიც შემაშფოთებელია. ნალექების წლიური რაოდენობა კახეთში 1986-2015 წლებში 1956-1985 წლებთან შედარებით ყოველწლიურად 1.5%-ით მცირდებოდა; საგრძნობლად მცირდებოდა ზაფხულში და ოდნავ იმატებდა სხვა სეზონებზე. მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაში მოყვანილი პროგნოზები იმაზეც მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით ნეგატიური ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება და მისი უარყოფითი შედეგები კიდევ უფრო გაიზარდება.

„საბოლოოდ, გაზაფხულზე და ადრე შემოდგომაზე კახეთში უნალექო დღეების რაოდენობამაც იმატა. 1990 წელთან შედარებით, უნალექო დღეების წლიური რაოდენობა 6-9 დღით გაიზარდა, ხოლო გაზაფხულზე – 4-5 დღით (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2021 წ.). ამრიგად, კახეთი ვეგეტაციურ პერიოდშიც კი (აპრილ-სექტემბერი) განიცდის ნალექის ნაკლებობას.

ამრიგად, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რატომ არის ეს ტენდენციები საგანგაშო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაში რეგიონში გვალვის გაზრდილ რისკზე ამახვილებენ ყურადღებას. გვალვებმა კი შემდგომში შეიძლება მოსავლის შემცირება, წყლისა და საკვების დეფიციტი და გაუდაბნოებულ და ეროზირებულ ადგილებში მტვრის ქარიშხლები გამოიწვიოს.


საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლის, მეოთხე ეროვნული საკომუნიკაციო დოკუმენტისა და კახეთის რეგიონული განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის თანახმად, დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაუდაბნოების რისკი განსაკუთრებით მაღალია. ტემპერატურის მატებისა და ნალექის შემცირების გამო მიწის მესაკუთრეები ამ მუნიციპალიტეტებში გეგმავენ სარწყავი სისტემების მოწყობას.

დროთა განმავლობაში გადაიდგა სხვადასხვა ნაბიჯი სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად. კარგი მაგალითია გაუდაბნოებასთან ბრძოლის მეორე ეროვნული სამოქმედო პროგრამით განსაზღვრული აქტივობების ეტაპობრივი განხორციელება. ეს პროგრამა მოიცავს გაუდაბნოების პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აგრობიომრავალფეროვნების ისეთი კომპონენტების შეფასებას, როგორიცაა მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური რესურსები, მავნებლებთან ბრძოლა და საკვები ნივთიერებების ციკლები. დამატებითი ღონისძიებები გაატარა კერძო სექტორმაც: მაგალითად, ირიგაციის წვეთოვანი სისტემების დამონტაჟება მიწის დეგრადაციის რისკის შესამცირებლად; საირიგაციო პროექტების ნაწილი განხორციელდა ისეთი სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, როგორიცაა პროგრამა „დანერგე მომავალი“. მიუხედავად ამისა, როგორც კახეთში, ისე ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, გატარებული ღონისძიებების მასშტაბები მაინც არ შეესაბამება მოთხოვნებს და არ არის საკმარისი.

ზოგადად, მკვლევარები თანხმდებიან „პრევენციის კულტურის“ ხელშეწყობა მნიშვნელოვანია და წაახალისებს მშრალი ნიადაგებისა და ალტერნატიული საარსებო საშუალებების შენარჩუნებას (Adeel, Safriel, Niemeijer, & White, 2005, გვ. 14). ამის მიღწევა შეიძლება სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატგონივრულ ტექნოლოგიებში ინვესტიციების გზით. მიუხედავად ხარჯებისა, გაუდაბნოების პრევენცია ბევრად უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე გაუდაბნოებული მიწების რეაბილიტაცია. ამის მისაღწევად აუცილებელია რესურსების მდგრად გამოყენებაზე მიმართული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

არსებობს რამდენიმე ღონისძიება, რომელმაც შეიძლება გაზარდოს კახეთში სოფლის მეურნეობის მდგრადობა კლიმატის ცვლილების (განსაკუთრებით გაუდაბნოების) მიმართ:

პირველ რიგში, ირიგაციის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდა. დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, რომ წყალსაცავის მშენებლობას შეუძლია პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა ზამთარში მდინარე ალაზნიდან წყლის დაგროვებით, როდესაც წყალზე მოთხოვნა შედარებით დაბალია, მისი შემდგომი გამოყენებისთვის ზაფხულში, როდესაც მოთხოვნა უფრო მაღალია. თუმცა ამ ღონისძიების განხორციელება მოითხოვს ეფექტიან დაგეგმვას: მაგალითად, ყურადღება უნდა გამახვილდეს ინვესტიციებზე, რომელიც მიმართული იქნება წყლის ნაკადების, ხარისხის, შენახვისა და გამოყენების ზუსტ შეფასებაზე. წყლის ნაკადის მონიტორინგისა და პროგნოზირებისთვის და, შესაბამისად, წყლის სათანადოდ გადანაწილებისთვის ვეგეტაციურ პერიოდებში, შესაძლებელია ისეთი ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა ავტომატიზირებული გაზომვა და დისტანციური ზონდირება.

მეორეც, ქარსაფარი ზოლებისა და ძლიერი ფესვთა სისტემის მქონე მცენარეების გაშენება ხელს შეუწყობს ნიადაგის შეკავებას და ტყის საფარის აღდგენას.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირებული ისეთი კულტურების და სახეობების დარგვა, რომელიც ხარობს მცირე ნალექის პირობებში. ვინაიდან კახეთში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ზრდა, ისე ნალექის შემცირება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის სოფლის მეურნეობას, მიზანშეწონილია, რომ გაუდაბნოებასთან ბრძოლის ეროვნულ სამოქმედო პროგრამაში განსაზღვრული ღონისძიებები გატარდეს დაჩქარებული ტემპით. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს, ვინაიდან ისინი პოტენციურად ნაკლებ ხარჯსა და მეტ სარგებელთან ასოცირდება,“-აღნიშნულია „აისეტის“ სტატიაში.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up