კახეთის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

კახეთის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

access_time2021-06-21 15:50:00

თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის გზის პროექტირება დასრულდა, ესაა 85 კმ-იანი მონაკვეთი, 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის, ისე კახეთის რეგიონის გავითარებისთვის, - ამის შესახებ, დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 



„ამ გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და სამ ლოტად დაიყოფა. ანალიზის შედეგად, როგორც საინჟინრო-ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომ პირველ ლოტზე ქართულ კომპანიებს მიეცეთ ტენდერში პირდაპირ მონაწილეობის შესაძლებლობა. ესაა 4 კმ-მდე ოთხზოლიანი ავტომაგისტრალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების შეძენის კუთხით და შემდგომში, კიდევ უფრო დიდ ტენდერებში მონაწილეობისათვის. 74 მილიონი ლარია საორიენტაციო ბიუჯეტია მხოლოდ ამ ლოტისთვის და ასეთი ზომის ტენდერი ჩვენ სახელმწიფო შესყიდვით ჯერ არ გამოგვიცხადებია,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.



მისივე თქმით, დანარჩენი ორი ლოტის ღირებულება 576 მილიონი ლარია. ამ შემთხვევაში, ტენდერები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესების დაცვით ჩატარდება და აქაც ქართულ კომპანიებს ერთობლივი საწარმოების შექმნით შეეძლებათ კონკურსში მონაწილეობა.




„ბაკურციხიდან ჩუმლაყის მიმართულებით, ე.წ. გურჯაანის შემოვლითი გზა, მალე დასრულდება და შევა ექსპულატაციაში, რის შედეგედაც ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის 6 სოფელში, ხოლო გადაადგილების დრო განახევრდება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია ბაკურციხე-წნორის მიმართულებით, სადაც ახალი გზის მშენებლობას ვგეგმავთ, რადგან არსებული ვერ აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს. ყველა ეს სამუშაო ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ადგილობრივებისთვის და პოზიტიურ როლს შეასრულებს რეგიონის განვითარებისთვის,“ - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.





თეგები:
ტენდერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up