კახეთის რეგიონში, სრულად დასეტყვილ ვენახზე,  ერთჯერად დახმარების თანხა, ჰექტარზე 3 000 ლარია

კახეთის რეგიონში, სრულად დასეტყვილ ვენახზე, ერთჯერად დახმარების თანხა, ჰექტარზე 3 000 ლარია

access_time2021-09-10 13:30:00

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფლის რწმუნებულებთან გამართულ სამუშაო შეხვერაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ და ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემის დეტალები გააცნეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 



„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ფერმერებს, რომელთაც სეტყვის შედეგად სრულად გაუნადგურდათ ვენახები, სახელმწიფო ერთჯერადი კომპენსაციის სახით, ჰექტარზე 3 000 ლარს გადაუხდის. ხოლო, ფერმერებს, რომელთაც უკვე ჩააბარეს დასეტყვილი მოსავალი და მათი შემოსავალი 3 000 ლარამდეა, სახელმწიფო დარჩენილ სხვაობას შეუვსებს. უნდა აღინიშნოს, რომ ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ის დაზარალებული მევენახეეებიც, რომლებიც აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ“, - აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.



ფერმერმა ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად, მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ვენახის დაზიანების შესახებ, ვენახის კოდს (მევენახის კადასტრის ამონაწერიდან), ვენახის მფლობელის სახელს, გვარს და პირად ნომერს საკონტაქტო ინფორმაციას.




ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში.



„რთველის პერიოდში, კახეთში მომხდარ სტიქიას, ძლიერ ქარსა და სეტყვას, ხელისუფლებისგან მყისიერი რეაგირება მოყვა. გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები - მოხდა დაზიანებული ფართობების შესწავლა, დასეტყვილი ყურძნის ოპერატიულად და ორგანიზებულად ჩაბარებისთვის, რეგიონში არაერთი პუნქტი გაიხსნა. შემდეგი ეტაპი, დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციების გაცემაა. ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება ფერმერებისათვის იმისთვის, რომ ზამთრის და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოემზადოს. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს. მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს ფერმერებს, რომ ისარგებლონ აგროდაზღვევით, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ, მსგავსი სტიქიების დროს, მინიმუმამდე შეამცირონ დანაკარგები”, - აღნიშნა ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up