კახეთში 33 ჰექტარზე ატმის ბაღები

კახეთში 33 ჰექტარზე ატმის ბაღები "დანერგე მომავალმა" 170,000 ლარით დააფინანსა

access_time2022-04-16 18:15:44

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც  „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტით მოსარგებლე ფერმერის მიერ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა და 5 ჰა-ზე გაშენებული ხილის ბაღი დაათვალიერა.
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, შალვა ქართლელიშვილის მიერ აწყობილ სამაცივრე მეურნეობაში 140 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი და საწარმოში სეზონურად 60 ადამიანია დასაქმებული. ფერმერის თქმით, რომ არა სახელმწიფოს ხელშეწყობა, პროექტი ვერ განხორციელდებოდა - ჯამურმა ინვესტიციამ 1 მლნ  ლარი  შეადგინა, მათ შორის, 330,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. 
მთავრობის მეთაურმა მინისტრისგან „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, კერძოდ - საქართველოს მასშტაბით, „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში, შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჯამში, გაცემულია 273 მილიონ ლარზე მეტი  ღირებულების 2400-ზე მეტი  სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 38  მლნ  ლარზე მეტია. მათ შორის, კახეთის რეგიონში გაცემულია 104 მილიონ ლარზე მეტი  ღირებულების 1000-ზე მეტი  სესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 13 მლნ  ლარზე მეტია.


პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით. მხოლოდ გასულ წელს, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 4,5 მილიარდი ლარი შეადგინა და სახელმწიფოს წილი ამ ინვესტიციაში 960 მილიონი ლარია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ის, რომ საქართველოს აქვს აგროწარმოების დიდი რესურსი, ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, ეტაპობრივად შეამციროს იმპორტი, მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და გაიზარდოს ექსპორტის რაოდენობა. ამ მიზნის მისაღწევად, აგროწარმოებაში, ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გაძლიერებაში, იქნება ეს პირველადი წარმოება, გადამუშავება, სტანდარტიზაცია, შენახვა-რეალიზაცია თუ კიდევ სხვა, სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს დებს. აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით,  მხოლოდ საგრანტო პროგრამების ფარგლებში თანადაფინანსებულია 101 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა, ინვესტიციის ოდენობა 124 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 47,6 ლარს აჭარბებს. ამ 101 საწარმოდან 17  საწარმო  კახეთის რეგიონშია, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 16,5 მლნ  ლარს აღემატება, მათ  შორის სოფლის განვითარების  სააგენტოს თანადაფინანსება 7 მლნ ლარს აღემატება.

თანამედროვე შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების ინფრასტრუქტურამ ქვეყანაში გააჩინა შესაძლებლობა 65,000 ტონა პირველადი პროდუქცია დასაწყობებული იყოს საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, შესაბამისად, იყოს კონკურენტუნარიანი, როგორც საერთაშორისო, ისე, ადგილობრივ ბაზარზე.
აგრეთვე, ერთ-ერთი მოთხოვნადი სახელმწიფო პროგრამაა-„დანერგე მომავალი",რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ  მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც საექსპორტო ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება სახელმწიფოს მიერ 17,000 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე დაფინანსდა.

აღსანიშნავია,რომ პროგრამით „დანერგე მომავალი" საქართველოს მასშტაბით, ატმის  გაშენება   სახელმწიფომ 133 ჰექტარზე 600,000 ლარით დააფინანსა.  მათ შორის, კახეთის  რეგიონში - 33 ჰექტარზე, 170,000 ლარით.

მთავრობის მეთაურთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, გურჯაანის მერი ზურაბ უტიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და პარლამენტის სხვა დეპუტატები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up