საფლავის დასუფთავებისა და ყვავილის მიტანის შეკვეთა ონლაინ  - გაციფრულებული სერვისი პირველად კახეთში ამოქმედდება

საფლავის დასუფთავებისა და ყვავილის მიტანის შეკვეთა ონლაინ - გაციფრულებული სერვისი პირველად კახეთში ამოქმედდება

access_time2023-01-25 18:30:25

კახეთში, 1 თვეში საფლავების დასუფთავების გამარტივებული სერვისი ამოქმედდება, ერთ წელიწადში კი სერვისის მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება. აღნიშნულ პროექტს სტარტაპი „სა-და“ ახორციელებს.


„სა-დას“ ინფორმაციით, 1 კაციანი საფლავის ერთჯერადი  სტანდარტული მოვლა-დასუფთავება 50 ლარი ღირს, სიღრმისეული კი 100 ლარი. სიღრმისეული დასუფთავება საფლავზე არსებული სარეველა მცენარეების  ძირიანად ამოღებას გულისხმობს.


წლიური პაკეტი კლასიკი - 2 კაციანი საფლავის დასუფთავება 300 ლარი ღირს, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში გადასახადი  25 ლარს შეადგენს.  4 გარდაცვლილი და ზემოთ —  წლიური პაკეტი 600 ლარია, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში 50 ლარი. შესაძლებელია როგორც ერთჯერადი ისე ყოველთვიური გადახდა.



რაც შეეხება წლიურ VIP პაკეტს - 2 კაციანი საფლავის დასუფთავება - 600 ლარი ღირს, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში საფასური შეადგენს 50 ლარს, 3 გარდაცვლილი და ზემოთ 900 ლარი, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში შეადგენს 75 ლარს. VIP პაკეტი გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში დასუფთავებულ სასაფლაოს, მოვლილ მცენარეებს და საფლავის ქვას, საფლავის გალამაზებას ხელოვნური ყვავილებით და შემკვეთის სურვილის შემთხვევაში ბუნებრივი თაიგულების მიტანას.

 

სტარტაპი მომხმარებელს საფლავზე ყვავილის მიტანის  სერვისსაც  სთავაზობს, დღეისათვის კომპანიას ეს მომსახურება მხოლოდ თბილისში,  კუკიის  სასაფლაოზე, თელავსა და გურჯაანში აქვს. დღეისათვის საფლავზე ერთი ვარდის მიტანა 5 ლარი ღირს. კომპანია ამ სერვისის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს, ასევე  ითანამშრომლებს ყვავილების მაღაზიასთანაც.


ამჟამად  კომპანიას კახეთის  მასშტაბით საფლავების  დამსუფთავებლის  პოზიციაზე ღია  ვაკანსია აქვს.


სტარტაპი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) გამარჯვებულია და პროექტისთვის მან  30 000 ლარიანი გრანტი მიიღო.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up