„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

access_time2020-12-30 13:24:00

სს „გალტ & თაგარტმა“ საქართველოში ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ეს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ პირველი ემისიაა, რაც კომპანიის მზარდ პოტენციალზე მეტყველებს.

ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის ემისია საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზრისთვის პირველი ტრანზაქციაა, შესაბამისად, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მომხმარებელს პირველად აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები ამ სექტორში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგეს 9%-ს. კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებას, შედეგად კი ობლიგაციის მფლობელები სრულად განთავისუფლდებიან გადასახადებისგან. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2022 წლის 29 დეკემბერს.

„მოხარულები ვართ ამ წარმატებული დებიუტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. აღნიშნული ობლიგაციების გამოშვება კომპანიის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და სამომავლო სტრატეგიების განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, ჩვენი კომპანიის მაღალ სანდოობაზე მეტყველებს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა გალტ & თაგარტს ამ პროცესში მხარდაჭერისთვის.“,- განაცხადა კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.


„მსურს მივულოცო „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება. მე მჯერა, რომ ეს დიდწილად გაამყარებს ბაზარზე კომპანიის წამყვან პოზიციებს. ასევე მოხარული ვარ, ავღნიშნო გალტ & თაგარტის როლი „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვებასა და განთავსებაში. საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების სექტორში ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის განთავსების პირველი პრეცედენტი. მიუხედავად კოვიდ პანდემიის შედეგად საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა, ინვესტორების მხრიდან აღნიშნული ინსტრუმენტისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესი და აქტივობა დაფიქსირდა. მსურს მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს მორიგი წარმატება, დღეისათვის გალტ & თაგარტი არის წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს როგორც, საჯარო და კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან,” - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.


R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up