კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება

კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება

access_time2020-12-09 11:26:42

გლდანში, კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა და წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.



როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უხვი ნალექის დროს კეცხოველის და მიმდებარე ქუჩების დატბორვის მიზეზი ამ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემების არარსებობა იყო.




მისივე თქმით, კეცხოველის ქუჩის სანიაღვრე სისტემის დაერთება ხიზანიშვილის ქუჩის ცენტრალურ სანიაღვრე სისტემაზე, საბოლოოდ მოაგვარებს უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს.



„სრულდება კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. თქვენ იცით, რომ ძლიერი წვიმების დროს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სანიაღვრე ქსელი და მთელი დატვირთვა მოდის ამ ორ ცენტრალურ ქუჩაზე - ხიზანიშვილზე და ვეკუაზე. გვაქვს პრობლემა, რომ არცერთ იმ ქუჩაზე, რომელიც უერთდება ვეკუა -ხიზანიშვილის ქუჩებს, არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და პირდაპირ გზაზე მოედინება ეს დაგროვილი წყლები. რა ხდება კორპუსების ეზოებში, ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. ფოტოებზეც ჩანს, წვიმის დროს რამდენად მძიმე სურათია. შესაბამისად, გამგეობას დავალებული აქვს, რომ ყველა ეზოში მოეწყოს სანიაღვრეები და ასევე, მინდა, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს დავავალო, სანიაღვრე ქსელისა და წყლის სისტემების მოწყობის მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს ქსელი დაერთდეს ხიზანიშვილის ქუჩაზე, ცენტრალურ მილზე. ეს სამუშაოები რამდენიმე დღეში მთლიანად უნდა იყოს დასრულებული იმისთვის, რომ უხვი ნალექის მოსვლით გამოწვეული პრობლემები თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up