კენჭების დაშლა თანამედროვე პროცედურით ნაღვლის ბუშტის სადინარში

კენჭების დაშლა თანამედროვე პროცედურით ნაღვლის ბუშტის სადინარში

access_time2022-08-25 16:06:17

რა იწვევს ნაღვლის ბუშტსა და სადინარებში კენჭების წარმოქმნას, ვის შეიძლება აწუხებდეს კენჭები ნაღვლის ბუშტის სადინარში, როგორ ხდება კენჭების დაშლა და როგორია ინტერვენციული რადიოლოგიის ინოვაციური პროცედურა - ამ და სხვა თემებზე „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თსსუ-ის პროფესორმა მალხაზ მიზანდარმა ისაუბრა.


გთავაზობთ ინტერვიუს მალხაზ მიზანდართან.

 

რა იწვევს ნაღვლის ბუშტსა და სადინარებში კენჭების წარმოქმნას?

ნაღვლის ბუშტი ასრულებს რეზერვუარის როლს, რომელშიც ნაღველი კონცენტრირდება და საკვების მიღებისას 12-გოჯა ნაწლავში გადაედინება. ამგვარად, თვით მისი ფიზიოლოგიური ფუნქცია განაპირობებს ნალექიდან კენჭების წარმოქმნის შედარებით სიადვილეს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს ჩვეულებრივ ემატება სხვა გარემოებებიც, როგორიცაა რაიმე მიზეზით ნაღვლის პასაჟის გაძნელება (ჭარბი წონა, ორსულობა და სხვ.), ანთებითი ხასიათის ცვლილებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა. სადინარებში კენჭები ჩვეულებრივ ნაღვლის ბუშტიდან ხვდება.

 

ვის შეიძლება აწუხებდეს კენჭები ნაღვლის ბუშტის სადინარში - როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი რომ შესაძლოა კენჭები აქვს?

კენჭების განვითარების მიზეზებიდან გამომდინარე (იგულისხმება ორსულობის, როგორც ნაღვლის პასაჟის დარღვევის გამომწვევის როლი) უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა შორის კენჭების განვითარების ალბათობა მეტია. იგივე შეიძლება ითქვას ჭარბი წონის მქონე ორივე სქესის წარმომადგენლებზე. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია ნაღვლის ბუშტსა და სადინარებში კენჭების აღმოჩენა ისეთ პაციენტებშიც, რომლებთანაც ზემოთჩამოთვლილთაგან არც ერთი წინაპირობა არ აღინიშნება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლოა კენჭების არსებობა არაფრით არ ვლინდებოდეს ანუ იყოს საერთოდ უსიმპტომო და შემთხვევით გამოვლინდეს პროფილაქტიკური კვლევისას. ადრე თუ გვიანკენჭების არსებობა იწვევს ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მიღებისას. ტკივილი შესაძლოა იყოს ძლიერი და შეტევითი ხასიათის. გამომტანი სადინარების კენჭებით დახშობის შემთხვევაში ტკივილს თან ერთვის სიყვითლე და შესაძლოა ცხელებაც.

 

რა რისკებს შეიცავს ნაღვლის ბუშტსა და სადინარში არსებული კენჭები ადამიანისთვის?

ეს რისკებია - ნაღვლის ბუშტის მწვავე დესტრუქციული ანთების (ესაჭიროება გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ან მცირეინვაზიური კანგავლითი ჩარევა), სადინარში კენჭის გადასვლით განპირობებული სიყვითლისა და სადინარების ანთების, ასევე პანკრეატიტის განვითარება (ასევე ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა ან მცირეინვაზიური კანგავლითი ჩარევა). მეტად საგულისხმოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭების ხანგრძლივად არსებობა წარმოადგენს ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების წინაპირობას.

 


რა შემთხვევაშია საჭირო ნაღვლის ბუშტისა და სადინარის კენჭების მოცილება?

კენჭების არსებობის შემთხვევაში - იქნება ეს ნაღვლის ბუშტი თუ გამომტანი სადინარი, მათი მოცილება აუცილებელია ყველა შემთხვევაში. ნაღვლის ბუშტის კენჭების არსებობისას ამ მიზნით სრულდება ბუშტის ამოღება ქირურგიული გზით, რაც შესაძლოა განხორციელდეს ლაპარასკოპიულად.

რაც შეეხება გამომტანი სადინარის კენჭებს - აქ კი ქირურგიულ გზას სულ უფრო ხშირად ვანაცვლებთ შედარებით „მცირე ინვაზიური“, ანუ ნაკლებად დამაზიანებელი ჩარევებით.

 

როგორ ხდება კენჭების დაშლა - როგორია ინტერვენციული რადიოლოგიის ინოვაციური პროცედურა?

პირველ რიგში - რას ნიშნავს ინტერვენციული რადიოლოგია? ეს არის ყოველგვარი გაჭრისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე, კანგავლით სხვადასხვა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ჩარევის წარმოება გამოსახვის მეთოდთა (ულტრაბგერითი კვლევა, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია) კონტროლით, რასაც სწორედ ეწოდება „მცირე ინვაზიური“ ჩარევები. კენჭების დაშლის ინოვაციური პროცედურა მდგომარეობს იმაში, რომ ამგვარ მეთოდთა კონტროლით შესაძლებელია კენჭების ვიზუალიზაციის მიღწევა და კენჭთან ლაზერული აპარატურის უშუალო კონტაქტის მიღწევა, რაც გვაძლევს საშუალებას დავშალოთ კენჭი და მოვახდინოთ მისი ევაკუაცია ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე.

 

რით განსხვავდება ლაზერით დაშლის პროცედურა სხვა ტრადიციული პროცედურებისგან, რატომ არის უკეთესი?

ამგვარი ჩარევა სრულდება წინასწარ შესრულებული დრენირების შემდეგ. კენჭით გამოწვეული დახშობის ზემოთ სადინარი გადაივსება და ფართოვდება; მასში ხდება სპეციალური გამომტანი მილის - კათეტერის ჩაყენება. ეს კი ნიშნავს, რომ სადინარის დახშობით გამოწვეული ყველა პრობლემა მოხსნილია, პაციენტის მდგომარეობა უბრუნდება ნორმას და იგი იდეალურადაა მომზადებული კენჭის ევაკუაციისათვის. გარდა ამისა, ტრადიციული პროცედურებისგან განსხვავებით, ხდება კენჭის დაშლა, რაც გაცილებით უსაფრთხოს და ტექნიკურად ადვილად განსახორციელებელს ხდის მისი ევაკუაციის პროცესს.

 

როგორია პროცედურის შემდეგ პაციენტის რეაბილიტაცია და რამდენად საჭიროა პროცედურის შემდგომ სამედიცინო მეთვალყურეობა ?

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა პოსტმანიპულაციურად რაიმე სარეაბილიტაციო ღონისძიებებს პაციენტი პრაქტიკულად არ საჭიროებს. იგი მხოლოდ რამდენიმე საათს ატარებს დაკვირვების ქვეშ, რათა გამოირიცხოს გართულებათა განვითარება, რის შემდეგაც ეწერება ჰოსპიტლიდან.




(R)








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up