კერძო ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯი თითქმის 29%-ით გაიზარდა

კერძო ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯი თითქმის 29%-ით გაიზარდა

access_time2022-01-10 11:00:36

ანალიტიკოსების გათვლით, 2021 წელს პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ხარჯები თითქმის 29%-ით გაიზარდა. ამის მიზეზად ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია საწვავის გაზრდილ ფასსა და ინფლაციას მიიჩნევს. ამასთან, ,,კომერსანტთან“ იგი აცხადებს, რომ ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასები, მინიმუმ, 2 თვე შენარჩუნდება.



,,გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა და ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებაა, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქვს ადგილი. ამ პროცესის პარალელურად საქართველოში მაღალი ინფლაციაა, შესაბამისად, ავტომობილების შენახვის ხარჯმა  დაახლოებით 29%-ით მოიმატა. გარდა ამისა,  2019 წელს ერთი ლიტრი რეგულარის საშუალო ღირებულება 2.22 – 2.57 ლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და საწვავზე მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის გამო, 2020 წლის ივნისში მისი ღირებულება 1.80 ლარამდე დაეცა. საქართველოში საწვავის გაძვირების პროცესი 2020 წლის ივლისიდან დაიწყო, რომელმაც 2021 წლის ბოლოს რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამჟამად ბენზინგასამართ სადგურებში რეგულარის ღირებულება 3.15 ლარს აღწევს, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე თითქმის 40%-ით მეტია“, - აცხადებს ნიკა შენგელია.



მისი ვარაუდით, 2022 წელის  თებერვლის ბოლომდე  საწვავზე ფასების ვარდნა მოსალოდნელი არ არის.



,,მოგეხსენებათ, ნედლი ნავთობის ფასი კორელაციაში იმყოფება სამრეწველო და სამომხმარებლო ინფლაციასთან, ბოლო 10 წლის განმავლობაში კორელაციის კოეფიციენტი 0,81-ა. აღნიშნული კი იმის მაუწყებელია, რომ ნავთობზე ფასების  ზრდა გადაეცემა სამრეწველო და სამომხმარებლო  ინფლაციის ინდექსებს“, - ამბობს შენგელია ,,კომერსანტთან“.




ცნობისთის, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,14 მილიონი  ბარელით შემცირდა და  417,851 მლნ ბარელი შეადგინა.



ბენზინის მარაგები  გაიზარდა 10,13  მილიონი ბარელით  და  232,787 მლნ ბარელით განისაზღვრა.

 


რაც შეეხება ფასებს, 2022 წლის 5 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა.



კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა  80,80  (+ 0.80)  დოლარი/ბარელზე.



ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა  77,85 (+  0.86)  დოლარი/ბარელზე.

 


მარი ჩიტაია

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up