ჯანდაცვის უწყების ყოველი ახალი ხელმძღვანელი სხვადასხვას ამბობს - ნინო კობახიძე არასტაბილურობასა და პრობლემებზე

ჯანდაცვის უწყების ყოველი ახალი ხელმძღვანელი სხვადასხვას ამბობს - ნინო კობახიძე არასტაბილურობასა და პრობლემებზე

access_time2022-07-12 17:00:23

„ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისგან ხარისხიან მომსახურებას ითხოვს, ბუნებრივია, თუმცა ჩვენ, კერძო სექტორი, უფრო მეტად ვითხოვთ ხარისხს და  ათასობით რეგულაციას ვაკმაყოფილებთ“, —  ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის ასოციაციასაც წარმოადგენს.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კლინიკებში ინფექციების კონტროლმა სისტემური სახე მიიღო და ზოგ კლინიკაში კონტროლი უკვე 2-3-ჯერაც განხორციელდა. ნინო კობახიძე აცხადებს, რომ შემოწმებებს მიესალმება, თუმცა  სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული შემოწმებაც უფრო კვალიფიციური უნდა იყოს

 

მისივე თქმით, კერძო სექტორმა ჯანდაცვის უწყებას არაერთი სასამართლო მოუგო არასამართლიანი ჯარიმების გამო.

 

„მხოლოდ მივესალმებით თუ შემოწმება იქნება იმაზე კიდევ უფრო კვალიფიციური, ვიდრე ახლა ვუყურებთ, რომ „კი“ ან „არას“ კი არ იტყვიან, არამედ უფრო დეტალებში ჩავლენ და იტყვიან, რომ, მაგალითად კლინიკა სტანდარტებს 90%-ით აკმაყოფილებს.  მაგრამ შესაბამის ხარისხში შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნაც ავტომატურად წარმოგვეშვება“,- აცხადებს კობახიძე.

 

მისი თქმით, უსამართლობაა, რომ იმ კლინიკებისთვის, რომლებმაც ტარიფი 2012 წელს ატვირთეს და იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის,  რომლებიც სხვადასხვა შპს-ს აფუძნებდნენ და ყოველ წელს სხვადასხვა ტარიფს ტვირთავდნენ, ტარიფი განსხვავებულია და პირველი მათგანი გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე მეორე. ეს კი, ნინო კობახიძის შეფასებით, ბაზრის მოთამაშეებს არათანაბარ და უსამართლო პირობებში აყენებს, რაც ინდექსაციის გზით უნდა გამოსწორდეს.

 

„მაგალითად ვანში, ჩვენს ჰოსპიტალში გარკვეული სერვისი თუ ღირს 1000 ლარი, თბილისში კონკრეტულ კლინკაში ღირს 10 ათასი ლარი. ეს აბსოლუტურად უსამართლო რეჟიმში გვაყენებს ბაზრის მოთამაშეებს. კოვიდი რომ გვერდით გადავწიოთ, 2016-2019 წლებში ეს ტარიფი ვეღარ უძლებდა ვეღარანაირ კრიტიკას და ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის იმდროინდელ მენეჯმენტთან,“ – ამბობს კობახიძე. მისი განმარტებით,  კომუნალური გადასახადების ზრდამ, სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების გაძვირებამ, ასევე ინფლაციამ, შეუძლებელი გახადა 2012 წელს დადგენილი ტარიფებით ოპერირება. ნინო კობახიძის განცხადებითვე,  კრიტიკულად მნიშვნელოვანი  ის კი არაა, რომ კლინიკა ზარალზე არ წავიდეს, არამედ ის, რომ  ჰქონდეს ზუსტი სურათის აღქმა, საით მიდის ჯანდაცვის პოლიტიკა – რომ, მაგალითად, პირველი იანვრიდან სამართლიანი წესების მოთამაშე გახდები.

 


„მილიონიბით ლარის და დოლარის მოზიდვა შეგვიძლია სექტორს, მაგრამ ეს უნდა იყოს გამართლებული. ჯანდაცვის უწყების ერთი ხელმძღვანელი რომ გეტყვის, რომ ამის და ამის გაკეთება სურს, მისმა ცვლილებამ არ უნდა მოიტანოს ამ გეგმების შეცვლა. ვფიქრობ, სამინისტროში ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში არიან, რა იყო, როგორ იყო, შემდეგ კოვიდი დაემთხვა და  ახლა ფიქრობენ, როგორ გაკეთდეს დიარჯის სისტემა“, - აღნიშნავს კობახიძე.

 

მისი განცხადებით, დიდ პატივს სცემს ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, თუმცა შეახსენებს მას, რომ საქართველოში 85% კერძო კლინიკები ოპერირებენ და სექტორი ტარიფების საკითხზე უკვე 5 წელია საუბრობს. კერძოდ, საუბრობს იმაზე, რომ გაზრდილი ხარჯების ფონზე, პაციენტის მკურნალობას ფიზიკურად აღარ ჰყოფნის ის თანხა, რასაც „საყოველთაო ჯანდაცვა“  იხდის და ეს ეხება არა მხოლოდ რეანიმაციას და კარდიოლოგიას, არამედ ყველა სერვისს.

 

რაც შეეხება „დიარჯის“, ნინო კობახიძე ამბობს, რომ ესაა რთული დასაგეგმი სისტემა და ბევრი ქვეყანა მის დაგეგმვამდე სხვა მექანიზმებს იყენებს, რათა გარკვეული სერვისები გაიაფდეს. მაგალითად კობახიძეს მოჰყავს კონკრეტული სამედიცინო აპარატურის ან სახარჯი მასალების ერთიანი სახელმწიფო შესყიდვა, ასევე კონკრეტული ჯგუფების კერძო დაზღვევაში გადაყვანა.

 

„სახელმწიფოს, რა თქმა უნდა აქვს უფლება, თქვას, რომ გარკვეულ ფასად ყიდულობს სერვისს,  მაგრამ ეს ხარჯი ხომ საიდანმე უნდა გამოვიდეს – ექიმის და ექთნის ხელფასიდან, ინფლაციიდან, სახარჯი მასალების ტარიფიდან. შეიძლება თქვას, რომ იხდის კონკრეტულ თანხას და მოგების მარჟას განსაზღვრავს მაგალითად 7-8 პროცენტით. ჩვენ ორი წელი მოვანდომეთ განახლებული „კატეების“ შეძენას, კლინიკების ინფრასტრუქტურის გარემონტებას. ხარისხი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, სხვა შემთხვევაში პაციენტი ზარალდება და დაიწყება მიგრაცია იმ კლინიკებში, რომლებიც მოჭარბებულია. ამ მხრივ ჩვენც და სახელმწიფოც ერთ ნავში ვსხედვართ. ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიცია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ როდის იქნება სწორი ინდექსაცია,“ – განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა.

 

მისი თქმით, ბოლო 4 თვე, რაც კოვიდი დასრულდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კერძო სექტორი ზარალშია.

 

შეგახსენებთ: გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ „დიარჯის“ ამოქმედებამდე ტარიფების ინდექსაცია არ იქნება და ეს იმით დაასაბუთა, რომ გაურკვეველია, საიდან უნდა ამოვიდნენ ინდექსაციის პროცესში. მან ასევე აღნიშნა, რომ  გული წყდება, კლინიკების მხრიდან აპელირება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე რომ ხდება.

 

„ჩვენ მხოლოდ ფინანსურ მხარეს არ ვჯერდებით და მნიშვნელოვანია ხარისხი იყოს ადეკვატური და არაფინანსური ნაწილიც იყოს მოწესრიგებული.  იყოს დაკმაყოფილებული სტანდარტები, რომელსაც  კლინიკებს ეტაპობრივად მოვთხოვთ,“ – აღნიშნა მინისტრმა.

 

მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ივლისისთვის შემუშავებული იქნება რეანიმაციის ახალი სტანდარტები და რომელი სამედიცინო დაწესებულებაც დააკმაყოფილებს მათ, ის მიიღებს განახლებულ, ინდექსირებულ ტარიფებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მისი თქმით, ეს მოხდება რეანიმაციულ სერვისებზე, დიარჯის ამოქმედებამდე. აქვე შეგახსენებთ, რომ მინისტრმა „დიარჯის“ სრულად ამოქმედება წლის ბოლოსთვის დააანონსა.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up