კერძო საპენსიო ფონდებს ძალიან გაუჭირდებათ სახელმწიფო საპენსიო სააგენტოსთან კონკურენცია - ლევან სურგულაძე

კერძო საპენსიო ფონდებს ძალიან გაუჭირდებათ სახელმწიფო საპენსიო სააგენტოსთან კონკურენცია - ლევან სურგულაძე

access_time2021-10-21 12:00:27

მთავრობა კერძო-დაგროვებითი საპენსიო სისტემის მხარდაჭერისთვის ახალი მარეგულირებელი ნორმების მიღებას გეგმავს და შესაბამისი კანონპროექტიც უკვე შემუშავებულია, თუმცა დეტალურად თუ რას მოიცავს ის, ჯერჯერობით უცნობია. ეკონომიკის სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად ამუშავებს იმ ცვლილებებს, რომლის ვალდებულება საქართველომ EU-სთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.



წელს უკვე უნდა დასრულდეს მუშაობა საპენსიო რეფორმის შემდგომ ეტაპზე. გეგმის მიხედვით, მოწესრიგდება ე. წ. „მესამე სვეტის“ საპენსიო სქემა ანუ კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემა, რომელშიც შენატანები სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.



საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დეტალებზე საუბრობს.



„ეს არის კერძო სტრუქტურების მიერ ორგანიზებული საპენსიო ფონდები სადაც მოქალაქე სრულიად ნებაყოფილობით ზოგავს თავისი მიმდინარე შემოსავლიდან თანხას. ასეთი ფონდების მართვა მოხდება აქტივების მმართველი კომპანიების მიერ და მოქალაქეები საპენსიო ასაკში მიიღებენ მათ მიერ დაზოგილ თანხას პლიუს ან მინუს იმ ამონაგებს, რომელსაც ფონდის მმართველი კომპანიის მეცადინეობით დაერიცხება ამ დანაზოგს.


საზღვარგარეთ გავრცელებულია ასეთი კერძო საპენსიო ფონდები, რომლებიც, როგორც წესი განსხვავდება სხვადასხვა მასტიმულირებელი პირობებით:


მაგალითად: 1) მნიშვნელოვანია მოქალაქე ზოგავს უკვე დაბეგრილ თუ დაუბეგრავ თანხას; 2) დამსაქმებელი სოლიდარულად მონაწილეობს თუ არა და დასაქმებულის სასარგებლოდ მასაც შეაქვს თუ არა თანხა; 3) სახელმწიფო ასეთ სქემებში, როგორც წესი არ მონაწილეობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაქმებული დაუბეგრავ თანხას ზოგავს; 4) მნიშვნელოვანია იბეგრება თუ არა თვითონ დასაქმებულის მიერ მიღებული პენსია“,
- აღნიშნავს სურგულაძე.




მისივე თქმით, საქართველოში ამჟამადაც მოქმედებს რამოდენიმე კერძო საპენსიო სქემა, თუმცა ასეთ სქემებს უმნიშვნელოდ მცირე რაოდენობის მონაწილეები ჰყავს და ამ ეტაპზე ეს სქემები არ არის პოპულარული.



„პრობლემატურია თვითონ კვალიფიციური აქტივების მმართველი კომპანიების მოძიება, ხოლო უცხოელი აქტივების მმართველი კომპანიების მომსახურება მიუღებლად ძვირია.მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი, მაინც კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობაა საქართველოში, თუმცა გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტები უკვე არსებობს, სადაც შეიძლებოდა განთავსებულიყო, ვთქვათ საპენსიო სააგენტოს ფონდში აკუმულირებული მილიარდ რვაასი მილიონამდე ლარი, რომლის 20% მყარ ვალუტაში შეიძლება და უნდა განთავსებულიყო.


მნიშვნელოვანია რა შედეგები ექნება უკვე არსებულ საპენსიო ფონდს. არსებული საპენსიო სააგენტოს ფონდი უკვე 2 წელზე მეტია მხოლოდ კომერციულ ბანკებშია განთავსებული, ისიც სრულად ლარში და კერძო საპენსიო სქემების პოტენციური მონაწილეებისთვის ეს არ იქნება მასტიმულირებელი გარემოება.


მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ეგიდით შექმნილ საპენსიო სააგენტოში დაზოგვა ხდება შეუდარებლად უფრო უკეთეს პირობებზე:
• დაზოგვა შემოსავლის დაბეგვრამდე ხდება;
• დამსაქმებელი სოლიდარულად ზოგავს დასაქმებულისთვის;
• სახელმწიფოც სოლიდარულად ზოგავს დასაქმებულისთვის;
• დასაქმებულის დანაზოგს მომენტალურად, ურისკოდ ერიცხება 275% მყისიერი ამონაგები;
• გაცემული პენსია არ იბეგრება.


ამ ეტაპზე და ამ გარემოებებში კერძო საპენსიო ფონდებს ძალიან გაუჭირდებათ სახელმწიფოს ეგიდით შექმნილ საპენსიო სააგენტოსთან კონკურენცია“, - განმარტავს ლევან სურგულაძე.

.


საპენსიო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს კერძო საპენსიო ფონდების განვითარება უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენია.



„ნებისმიერ შემთხვევაში, კერძო საპენსიო ფონდები, ანუ საპენსიო სისტემის ე.წ. მესამე სვეტის რეალური ამოქმედება არის გრძელვადიანი მომავლის, მაგრამ მნიშვნელოვანი და სასარგებლო საკითხი. მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, მათ განსაკუთრებულ პოპულარობას არ ველოდები. ჯერ სხვა მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი, მათ შორის უკვე არსებული ფონდისთვის, როგორც არის მაგალითად, საინვესტიციო პოლიტიკის გამართვა, საინვესტიციო პროცესის დაწყება და გამართვა, რისკის კონტროლის ინფრასტრუქტურის შექმნა და ამოქმედება“, - ამბობს სურგულაძე.



აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემაშია ჩართული. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ამ სისტემაში დაგროვილ პენსიებს „მეორე სვეტის“ პენსიები ეწოდება, ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია ასევე “მესამე სვეტის” პენსიებიც, რაც მოქალაქეთა ნებაყოფლობით საპენსიო დანაზოგებს გულისხმობს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up