კერძო სასაფლოების მოწყობაზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს - პარლამენტს სახალხო დამცველმა მიმართა

კერძო სასაფლოების მოწყობაზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს - პარლამენტს სახალხო დამცველმა მიმართა

access_time2023-04-20 10:00:09

კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობაზე შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს. შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმის შემუშავების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს სახალხო დამცველმა მიმართა.

საკანონმდელო წინადადების შემუშავების საფუძველი გახდა მოქალაქის განცხადება რომელიც ეხებოდა კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობასთან დაკავშირებით მუნიციპალური ორგანოების მხრიდან რეაგირებას და საცხოვრებელ სახლთან, შესაბამისი რეგულაციების დარღვევით, კერძო სასაფლაოს მოწყობის უარყოფით შედეგებს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

როგორც სახალხო დამცველი საკანონმდებლო წინადადებაშია ნათქვამი, მოხდა აღნიშნული საკითხის შესწავლა.  არსებული კანონმდებლობის თანახმად საქართველოში სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, ახალი სასაფლაოების გახსნისა და ლიკვიდაციის ზოგადი წესები განსაზღვრულია მუნიციპალიტეტთა საკრებულოს დადგენილებებით. სახალხო დამცველმა შეისწავლა სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ასეთი დადგენილება.

„მართალია ამგვარი დადგენილებები ადგენს, რომ ახალი, კერძო სასაფლაოს მოწყობა საჭიროებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას (ქ. თბილისის შემთხვევაში - თბილისის მთავრობასთან შეთანხმებას) და ამასთან, გაწერს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კერძო სასაფლაო, თუმცა არც ამ დადგენილებებში და არც სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტში არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნათა დაუცველობის ან/და კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები.“- ნათქვამია საკანონდებლო წინადადებაში.


საკანონმდელო წინადადების დასკვნაში ნათქვამია, რომ  კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის პირობებში ეფექტიანი ზედამხედველობის და რეაგირების მექანიზმების არარსებობა შეუძლებელს ხდის სახელმწიფოს ვალდებულების შესრულებას მოახდინოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის პრევენცია და იწვევს ამ უფლებათა განგრძობად და შეუქცევად დარღვევას, რომელზედაც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

„ფაქტობრივი გარემოებების, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების,ევროსასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვის შემდეგ, ნათელია, რომ კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის ფაქტთან დაკავშირებული სამართლებრივი რეაგირების მექანიზმის არარსებობა, არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზემოთ განხილულ (პირადი, ოჯახური ცხოვრებისა და საცხოვრისის პატივისცემის, ბავშვთა, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების, სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუვალობისა და საკუთრების) უფლებათა ჯეროვან განხორციელებასა და დაცვას, არამედ, ამგვარი რეალობა ხელყოფს უფლებათა დაცულ სფეროებს და საბოლოო ჯამში, უხეშად არღვევს კონსტიტუციისა და ევროკონვენციის მოთხოვნებს. კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის პირობებში ეფექტიანი ზედამხედველობის და რეაგირების მექანიზმების არარსებობა შეუძლებელს ხდის სახელმწიფოს ვალდებულების შესრულებას მოახდინოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის პრევენცია და იწვევს ამ უფლებათა განგრძობად და შეუქცევად დარღვევას, რომელზედაც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ წინადადებით: განიხილოთ წარმოდგენილი პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების საკითხი, რათა განისაზღვროს კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევის მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, ხოლო, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევის მოწყობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის (ჯარიმა, დემონტაჟი ან სხვ.) ზომები.“- აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up