“კერძო სექტორის მხრიდან დასაქმების სააგენტოს მიმართ მოთხოვნა დიდია, თუმცა მიწოდება ადეკვატურად ვერ ხდება“ -  ლევან დავითაშვილი

“კერძო სექტორის მხრიდან დასაქმების სააგენტოს მიმართ მოთხოვნა დიდია, თუმცა მიწოდება ადეკვატურად ვერ ხდება“ - ლევან დავითაშვილი

access_time2021-11-22 17:30:56

“მთავარი პირობა არის ის, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და არა გაუარესდეს, გარკვეული მონახაზები უკვე გვაქვს, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მონაცემთა ბაზები დამუშავებული, ჩვენ გვაქვს ბევრი გასაკეთებელი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, ჩვენ გვეყოლება 250 000 კაციანი არმია, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკაში“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პრემიერ მინისტრის პროგრამას სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შესახებ გამოეხმაურა.



დავითაშვილის თქმით სამუშაო ძალის დეფიციტია როგორც  კერძო, ასევე საჯარო სექტორშიც.


“ჩვენ დავინახეთ, რომ ბევრ სამუშაო ადგილზე დეფიციტი იყო,  იქნება ეს სოფლის მეურნეობის სექტორი, გადამამუშავებელი  მრეწველობა და ა.შ. თუმცა ჩვენ  ამ ინიციატივის ფარგლებში უნდა შევძლოთ  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,  ძალიან  ბევრი  გამოწვევაა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოვლის მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა  უფრო  სუფთად უნდა შევინახით,  ჩვენი მიმართულებითაც  შეიძლება  ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა, მაგალითად ჩვენი სამინისტროს  მიმართულებით, ეს  უკავშირდება  ტყის  უკეთესად  მოვლას,  ჩვენ  ყოველთვის  ვხედავთ  სამუშაო  ძალის  დეფიციტს.  ჩვენ ამ  ადამიანებს  ავუმაღლებთ  კვალიფიკაციას, რის  შედეგადაც მათი შემოსავალი შესაძლებლობების გამოყენების შედეგად  უნდა  გაიზარდოს“, —  აღნიშნა ლევან დავითაშვილმა




ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ვადაში მოხდება ამ ადამიანების დასაქმება, ლევან დავითაშვილი პასუხებს, რომ ეს ეტაპობრივა მოხდება, პირველ ეტაპზე 200 000 ადამიანის დასაქმება ვერ მოხდება, თუმცა გადაწყვეტილებები იქნება მასშტაბური. რაც შეეხება კერძო სექტორს, დავითაშვილი ამბობს, რომ კერძო სექტორის მხრიდან დასაქმების სააგენტოს მიმართ მოთხოვნა დიდია, თუმცა მიწოდება ადეკვატურად ვერ ხდება.



“ჩვენ ვიზრუნებთ და ვიმუშავებთ, რომ ეს სტრუქტურა აეწყოს ისე, რომ მათ შორის კერძო სექტორისთვისაც გაჩნდეს, რომ ადამიანები დაასაქმოს, მაგრამ მოდელი უნდა იყოს წამახალისებელი, ამ ადამიანებს თუ დღეს აქვთ რისკი და შიში იმისა, რომ სოციალური დახმარება შეუწყდება, თუ დროებით სამსახურს დათანხმდება, ყველანაირად ჩვენ უნდა მივცეთ გარანტიები, რომ ეს ასე არ იქნება. ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და არა გაუარესდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up