25 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების დროს კერხერის წარმომადგენლება თბილისში ჭავჭავაძეზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი მორეცხეს. აქტივობა განხორციელდა თბილსერვისს ჯგუფის მხარდაჭერით, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის და ელექტრო ენერგიის მიწოდებას.
რეცხვის პროცესში კომპანიის თანამშრომლებმა გამოიყენეს კერხერის პროფესიონალური მაღალი წნევით რეცხვის HD6/15 C ტიპის აპარატიდა ღრმა დასუფთავების ხსნარი, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას და გამოიყენება საზოგადოებრივი ადგილების ეფექტური წმენდისთვის.
კერხერის წარმომადგენლების ცნობით მსგავსი პროექტები კომპანიის კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყოველ წელს ტარდება და მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ სხვა მოხალისეობრივ პროექტებსაც შემოგვთავაზებენ.
(R)