25 აგვისტოს ბათუმში ისტორიული კოლონადების მიმდებარე ტერიტორიის წმენდითი სამუშაოები ჩატარდა, მასშტაბური პროექტი კომპანია „კერხერმა“ განახორციელა. დასუფავების პროცესში გუნდმა პროფესიონალური მაღალი წნევით რეცხვის HD 8/23 მოდელი და მოსახეხი აპარატი BD50/60 გამოიყენა, კომპანია კორპორაციული - სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად რეცხავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
კოლონადები ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს, იგი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა და 80 წელია ბათუმის ბულვარს ამშვენებს, იდეის ავტორი ბათუმელი ექიმი ივანე მჭედლიძეა, რომელმაც პროექტი 1933-1934 წლებში პროფესიულიმივლინებით იტალიაში ყოფნისას ქ. სორენტოდან ჩამოიტანა. 1934 წლიდან მოყოლებული ბულვარის კოლონადები ბათუმის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
ასევე აღსანიშნავია რომ თავად კომპანია „კერხერი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წმენდით სამუშაოებს და დასუფთავების პროექტებში 1980 წლიდან იღებს მონაწილეობას. სპეციალურად აღჭურვილი პროფესიონალთა გუნდის მიერ არა ერთი ცნობილი არქიტექტურულ-კულტურული ძეგლის წმენდა შესრულდა, მაგალითად, შეერთებულ შტატებში, რაშმორის მთაზე პრეზიდენტების მონუმენტები, ბრაზილიაში – იესო ქრისტეს ქანდაკება, ინგლისში – ლონდონის თვალი, ვატიკანში – წმინდა პეტრეს ტაძრის კოლონადა, ნიუ იორკში – თავისუფლების ქანდაკება და სხვა.
2017 წლიდან კი კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების წმენდა საქართველოშიც დაიწყო. „კერხერს“ ბათუმის კოლონადების გარდა საქართველოში 11 მსგავსი პროექტი აქვს განხორციელებული. თბილისში: თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ არსებული შადრევანი, ვაჟა-ფშაველას ძეგლის რეცხვა, ილია და აკაკის ძეგლის რეცხვა პირველ სკოლასთან. ქუთაისში: ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია. ბათუმში: იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შადრევანი, ასევე ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, მერიის წინ მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლი და ა.შ.
(R)