„კერხერმა“ თავისუფლების მოედანზე შადრევანი გარეცხა

„კერხერმა“ თავისუფლების მოედანზე შადრევანი გარეცხა

access_time2021-09-29 14:55:36

თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ არსებული შადრევანი გაირეცხა. მასშტაბური პროექტი კერხერმა კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ეკოსერვისისა და თბილსერვისის მხარდაჭერით განახორციელა.



აღსანიშნავია, რომ შადრევანი არ არის პირველი პროექტი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შეასრულა. კერხერს კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 10 მდე პროექტი აქვს განხორციელებული. 2017 წელს კომპანიამ ილიასა და აკაკის ძეგლი გაირეცხა. ამავე წელს გაირეცხა ვაჟა-ფშაველას ძეგლი და მოირეცხა ნიკოლოზ ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელი ხიდი. 2019 წელს მოირეცხა ოპერის წინ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი. 2019 წელსვე კომპანიამ ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლი და იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული შადრევანი მოაწესრიგა. მიმდინარე წელს კი კომპანიამ ვაკეში მიწისქვეშა გადასასვლელი გარეცხა.



აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით ძეგლების წმენდის პროექტებს საფუძველი 1980 წლიდან  ჩაეყარა და ჩამოყალიბდა როგორც კერხერის კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობა მსოფლიო მემკვიდრეობის წინაშე. მსოფლიოს მასშტაბით სპეციალურად აღჭურვილი პროფესიონალთა გუნდის მიერ არაერთი ცნობილი არქიტექტურულ-კულტურული ძეგლის წმენდა შესრულდა, მაგალითად, შეერთებულ შტატებში, რაშმორის მთაზე პრეზიდენტების მონუმენტები, ბრაზილიაში – იესო ქრისტეს ქანდაკება, ინგლისში – ლონდონის თვალი, ვატიკანში – წმინდა პეტრეს ტაძრის კოლონადა, ნიუ იორკში – თავისუფლების ქანდაკება და სხვა.




კერხერი რომელიც როგორც საყოფაცხოვრებო ასევე პროფესიონალური დანიშნულების დასუფთავების აპარატებს აწარმოებს უკვე 100 წელზე მეტია რაც მსოფლიო ბაზარზე არსებობს. საქართველოში კი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა 2016 წლიდან ოპერირებს.



ქართულ ბაზარზე კერხერი 3 მაღაზიითა წარმოდგენილი: თბილისში დიღომი: აკაკი ბელიაშვილის #167 საბურთალო: ვაჟა-ფშაველას #4 . ბათუმში: ლუკა ასათიანის #51. თუმცა, როგორც საყოფაცხოვრებო ასევე პროფესიონალური დანიშნულების დასუფთავების  აპარატების შეძენა მომხმარებელს კომპანიის ვერ-გვერდზეც www.karchershop.ge- ზეც შეუძლია.





(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up