Kia-მ EV5 კონცეპტუალური მანქანა წარმოადგინა, რომელიც ბაზარზე ამ წლის ბოლომდე გამოჩნდება. ამის შესახებ სამხრეთ კორეული ბრენდის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
ახალი Kia EV5-ს აქვს ისეთივე კუთხოვანი დიზაინი, გაშლილი და თხელი LED ფარები, როგორც ახლახან წარმოდგენილ 7-ადგილიან EV9 ელექტრო კროსოვერს.
Kia EV5 კროსოვერს აქვს კომპაქტური ბრტყელი საჭე და ფართო დისპლეის წინა პანელი და სენსორული ღილაკები.
Kia EV5 ელექტრომობილი აგებულია E-GMP პლატფორმაზე. მას ექნება 77 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეა, ენერგიის რეზერვი კი 480 კმ-ს გადააჭარბებს. მოდელის კონკურენტები იქნებიან Tesla Model Y, Volkswagen ID.4 და Toyota bZ4X.