Kia რუსეთში მანქანების წარმოება-გაყიდვას აჩერებს

Kia რუსეთში მანქანების წარმოება-გაყიდვას აჩერებს

access_time2022-10-26 10:30:00

სამხრეთკორეული Kia რუსეთში მანქანების წარმოებისა და გაყიდვების შეჩერებას განიხილავს და მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფის სერვისს დაიტოვებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, უ-ჩონ ჩუმ განაცხადა, რასაც Bloomberg ავრცელებს.


ტოპ მენეჯერის პროგნოზით, რუსეთში 2023 წელს საავტომობილო ბაზარი შესაძლოა, „გარკვეული ხნით მთლიანად გაჩერდეს.“ კომპანია მხოლოდ გაყიდული ავტომობილების მომსახურებას გაუმკლავდება, რადგან ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მანქანების მიწოდება შეუძლებელი ხდება.


ევროპული ბიზნესის ასოციაციის (AEB) მონაცემებით, რუსეთში იანვარ-სექტემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Kia-ს გაყიდვები 64%-ით შემცირდა. თუმცა სამხრეთკორეული ბრენდი ამ პერიოდში გაყიდული მანქანების რაოდენობით, რამაც 56 791 ერთეული შეადგინა, მეორე ადგილზეა. კომპანია ორჯერ მეტად ჩამორჩება „ავტოვაზს,“ რომელმაც 123 765 ავტომობილი გაყიდა. სამაგიეროდ, Kia უსწრებს Hyundai-სა და Renault-ს, რომელთაგან პირველმა 50 000, მეორემ კი 33 000 ავტომობილი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ Hyundai-ს გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 62%-ით, Renault-ს გაყიდვები კი 67%-ით შემცირდა. 2021 წელს რუსეთში Kia-ს გაყიდვებმა მთლიანი რეალიზაციის 6% შეადგინა. თავად Kia-ს წილი 2021 წლის რუსეთის მთლიან გაყიდვებში, დაახლოებით, 12% იყო და მას მხოლოდ „ავტოვაზი“ უსწრებდა.


Kia მანქანებს სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში აწყობს, რომელსაც Hyundai Motor მართავს. Hyundai-ს ინფორმაციით, კომპანიაში 2600 ადამიანი არის დასაქმებული და წელიწადში 200 000 მანქანას აწარმოებს. ივნისში Hyundai-მ სანქტ-პეტერბურგში მეორე ქარხნის შექმნის პროექტი შეაჩერა. სამხრეთ კორეის გაზეთმა, Dong-a Ilbo-მ 18 ოქტომბერს წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ Hyundai რუსეთში ოპერაციების შეჩერებას აპირებს, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, ქარხნის გაყიდვასაც მოიცავს.



სექტემბერში, სანკტ-პეტერბურგში თავისი ასაწყობი ფართობი Toyota-მაც დახურა. ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, კომპანია შეასრულებს თავის სოციალურ ვალდებულებებს, გადაიხდის კომპენსაციას და Toyota-სა და Lexus-ის მანქანებისთვის გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, ასევე, დილერების ქსელის მხარდაჭერას შეინარჩუნებს. მას შემდეგ, რაც Toyota-მ რუსეთში წარმოების სრული შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ამ საკითხის განხილვა Mazda-მაც დაიწყო. Nikkei-ის ცნობით, იაპონური კომპანია მანქანებს ვლადივოსტოკში, Sollers Auto-სთან ერთობლივ ქარხანაში აწარმოებდა. ამჟამად წარმოება უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შეჩერებულია და Mazda-ს ერთობლივი ბიზნესიდან მთლიანად გამოსვლა სურს.


Toyota-სა და Mazda-ს შემდეგ რუსეთში წარმოება შესაძლოა, კიდევ ერთმა იაპონურმა ავტოკონცერნმა, Isuzu Motors-მა მთლიანად შეწყვიტოს. ერთი თვის წინ გაზეთი, Yomiuri წერდა, რომ კონცერნი ულიანოვსკის საწარმოო ობიექტებზე, კომპონენტების მიწოდების შეჩერების გამო, მანქანების წარმოების მთლიანად შეწყვეტას განიხილავს. კომპანიის რუსულმა განყოფილებამ, Isuzu Rus-მა ულიანოვსკის ქარხანაში მანქანების წარმოება ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეაჩერა.


bpn.ge



თეგები:
Kia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up