კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი აცხადებს, რომ კოვიდბარათის QR კოდის გაყალბება შესაძლებელია, რის გამოც მნიშვნელოვანია სიფრთხილე

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი აცხადებს, რომ კოვიდბარათის QR კოდის გაყალბება შესაძლებელია, რის გამოც მნიშვნელოვანია სიფრთხილე

access_time2021-06-16 17:00:00

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის ანდრო გოცირიძის განცხადებით, ზოგადად, მთელ მსოფლიოში QR კოდი მიღებული ფორმაა ამა თუ იმ რესურსზე სწრაფი წვდომის კუთხით, თუმცა საქართველოში QR კოდი ძალიან პოპულარული გახდა კოვიდთან დაკავშირებით.


ამის შესახებ ანდრო გოცირიძემ საქართველოს რადიოს გადაცემა „პიკის საათში“ განაცხადა.


„ყოველთვის ძალიან აქტუალური საკითხებით ინტერესდებით. მართლაც, ამ ბოლო დროს QR კოდი კოვიდთან დაკავშირებით ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში. ზოგადად, მთელ მსოფლიოში QR კოდი ძალიან მიღებული ფორმაა ამა თუ იმ რესურსზე სწრაფი წვდომის კუთხით. იქნება ეს ტურისტული მარშრუტი, რაიმე მონახულების ობიექტი, რესტორანი და ასე შემდეგ. პანდემიასთან დაკავშირებითაც ის ძალიან ხშირად გამოიყენება. ფიზიკურად QR კოდი წარმოადგენს ვიზუალურ გამოსახულებას მასში დაშიფრული ინფორმაციით. ხშირად ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ ლინკი, ბმული. QR კოდის სკანირებისას გადავდივართ ბმულზე, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.


კითხვაზე: „შეიცავს თუ არა საფრთხეს სოციალურ ქსელებში ერთგვარი კამპანიის სახით, აცრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოქვეყნება“, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში QR კოდი თითქმის უსაფრთხოა, რადგან კოდის ქვეშ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არ ხვდება.



თუმცა, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი საზოგადოებას რეკომენდაციას აძლევს, რომ ვაქცინაციის წინ კითხვარის შედგენისას მიაქციონ ყურადღება, რა სახის ინფორმაციას სთხოვენ.


„რაც შეეხება საფრთხეებს, ზოგადად, საფრთხეები შესაძლოა, დავყოთ ორ ნაწილად, რა საფრთხე მომდინარეობს იმ ადამიანისთვის, ვისი ინფორმაციაც არის დაშიფრული QR კოდში და მეორე, საფრთხე მომხმარებლისთვის, რომელიც ახდენს მის სკანირებას. მარტივად რომ განვმარტოთ, მომხმარებლისთვის საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ მაგალითად, თუ ბმულზე გადასვლისას ჩვენ ასე თუ ისე მაინც ვხედავთ, რა ტიპის ბმულთან გვაქვს საქმე და ვიცით, როგორ გავარჩიოთ სანდო, არასანდო ბმულები, გაურკვეველი სიმბოლოები, შინაარსობრივი არათანხვედრა და ასე შემდეგ, QR კოდის შემთხვევაში, ადამიანის თვალი უბრალოდ ვერ არჩევს, რა ტიპის ლინკია ჩადებული და შესაძლებელია, ჰაკერები ამას იყენებდნენ, რათა გადაგვიყვანონ მავნე კოდის შემცველ ლინკზე და ჩვენს ტელეფონში აღმოჩნდეს მავნე კოდი.


რაც შეეხება კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს, ანუ იმ ადამიანის მონაცემებთან დაკავშირებით, რაც არის დაშიფრული QR კოდში, საფრთხე მაინცდამაინც დიდი არ არის, რადგან კარგად შედგენილი კითხვარისას, QR კოდის ქვეშ არ ხვდება ადამიანის მოჭარბებული პერსონალური ინფორმაცია, პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა ინფორმაციას გვთხოვენ, ვიდრე QR კოდი გენერირდება. თუ ვთქვათ, ინფორმაცია არის მხოლოდ სახელი, გვარი და ინფორმაცია ვაქცინირების შესახებ, ბუნებრივია, ეს არ წარმოადგენს მაღალი რისკის შემცველ ინფორმაციას. თუმცა ხშირად მეილს, ტელეფონის ნომერს ან სხვა პერსონალურ მონაცემს თუ ითხოვენ, მაგალითად, საბანკო ანგარიშს და ასე შემდეგ, უნდა ვივარაუდოთ, რომე ეს ყველაფერი მარკეტინგული მიზნებით ხორციელდება, რათა შემდეგ გადაეცეს რომელიმე კომპანიას ან შესაძლებელია, იყოს რისკის შემცველი. მაგალითად, ანგარიშის ნომერს არაფერი აქვს საერთო აცრის იდენტიფიკაციასთან ან სხვა ამდაგვარ საკითხთან. QR კოდის შემდგენელი კომპანია და მისი მომსახურე არ არის ხოლმე ის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც აგროვებს მონაცემებს. შესაძლებელია, ამ კომპანიის ხელშეკრულებაში არ იყოს ჩადებული, რომ ჩვენი მონაცემი არ მოხვდება მესამე პირთან. შესაძლოა, მარკეტინგული მიზნით მონაცემები შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციაში მოხვდეს, რასაც მოჰყვება ხოლმე რეკლამები ჩვენს ტელეფონში, მეილზე და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში, QR კოდი თითქმის უსაფრთხოა, რადგან ჩვენ არ გავცემთ იმ ტიპის ინფორმაციას, ანუ ინფორმირებული მომხმარებელი, ინფორმირებული კლიენტი არ გასცემს იმ ტიპის ინფორმაციას, რომელიც არ არის კავშირში კონკრეტულად ამ ინფორმაციის მიცემის მიზეზთან“, – განაცხადა გოცირიძემ.


რაც შეეხება QR კოდის გაყალბებას, ამასთან დაკავშირებით გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია და მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სიფრთხილე გამოიჩინონ.


„QR კოდის გაყალბება შესაძლებელია. იყო კიდეც შემთხვევა, როდესაც მაგალითად, ერთ-ერთმა ანტივაქსერმა გააყალბა QR კოდი და ამ გაყალბებულის მეშვეობით ადამიანი, რომელიც მას ასკანერებდა, გადადიოდა ანტივაქსერულ საიტზე. ჯერ არ არის ცნობა, არის თუ არა ამდაგვარი დანაშაული ფინანსურად მოტივირებული საქართველოში, თუმცა, უნდა ითქვას, რომ QR კოდის გაყალბება მაინც შესაძლებელია და ამასთან დაკავშირებით გარკვეული სიფრთხილე მნიშვნელოვანია. როგორც გითხარით, ადამიანის თვალისთვის ამოუცნობია, QR კოდი ნამდვილია, თუ შეიცავს რაიმე საეჭვო ელემენტებს, სწორედ ეს წარმოადგენს რისკს. არის კარგი შემთხვევა, მაღალხარისხიანი კოდი, როდესაც უშუალოდ, პირდაპირ კი არ გადავდივართ ბმულზე, არამედ გადავყავართ რაღაც აპლიკაციაში ან შუალედურ ეტაპზე, რომელიც გვიჩვენებს ლინკს და შემდეგ ვკლიკავთ მასზე. ეს საშუალებას გვაძლევს, გავარჩიოთ, შინაარსობრივად ლინკი ნამდვილად შეესაბამება იმას, რაც ჩვენი მოთხოვნაა, თუ არის გაყალბებული. QR კოდების უმრავლესობას აპლიკაცია არ სჭირდება და ის პირდაპირი სკანირებით გამოიყენება, ეს ცოტა საფრთხილოა. ზოგ შემთხვევაში, QR კოდი უფასო wi-Fi-სთან დაკავშირებას გვთავაზობს, რომელიც ასევე შესაძლებელია, რომ საფრთხის შემცველი იყოს“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.


1tv.ge


თეგები:
QR კოდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up