კიდევ ერთი კრახი კრიპტობაზარზე - ბანკი Celsius გაკოტრდა, ინვესტორებმა მილიარდობით აქტივები დაკარგეს

კიდევ ერთი კრახი კრიპტობაზარზე - ბანკი Celsius გაკოტრდა, ინვესტორებმა მილიარდობით აქტივები დაკარგეს

access_time2022-07-15 12:00:21

კრიპტობაზარზე მღელვარება არ ცხრება. ამჯერად მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობანკი, Celsius Network გაკოტრდა და ინვესტორებმა მილიარდობით დოლარის აქტივები დაკარგეს.

 

Celsius-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, პლატფორმას დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის აქტივები და 5,5 მილიარდი აშშ დოლარის ვალდებულებები ჰქონდა, კრედიტორთა რაოდენობა კი 100 000-ს აღემატებოდა. კომპანია ცდილობდა ახალი დაფინანსების მოპოვებას, მაგრამ მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ გაკოტრების შესახებ განცხადება აუცილებელი იყო.

 

კრიპტოკრედიტორმა ტრანზაქციები გასულ თვეში გაყინა ბაზარზე ექსტრემალური მდგომარეობის გამო, ინვესტორებს კი საკუთარ აქტივებზე წვდომა შეუზღუდა.

 

იმგვარი პლატფორმები, როგორიც Celsius-ია, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ისინი მეანაბრეებს უჩვეულოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და სესხებზე მარტივად წვდომას სთავაზობდნენ, რაც ტრადიციულ ბანკებში იშვიათობაა.


 

თუმცა ეს ბიზნეს-მოდელი რისკის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც კრიპტობაზარზე ტურბულენტური გარემო შეიქმნა, ინვესტორებმა აქტივების გაყიდვა დაიწყეს, ტოკენებმა, TerraUSD-მა და Luna-მ კი კოლაფსი განიცადეს.

 

Celsius-მდე კიდევ ერთი ამერიკულ კრიპოკრედიტორს, Voyager Digital Ltd-ს მოუწია გაკოტრების გამოცხადება, მანამდე კი შედარებით მცირე ზომის მსესხებელმა Vauld-მა შეაჩერა თანხის განაღდება სინგაპურში.

 

Celsius-ის შემთხვევის შემდეგ რეგულატორებმა ნიუ ჯერსიში, ტეხასსა და ვაშინგტონში ფირმების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. გამორიცხული არაა, რომ კრიპტობანკს რესტრუქტურიზაციის უფლება მისცენ, რათა ვალდებულებების ნაწილის დაფარვა მაინც მოახერხოს.


Bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up