რუსულმა მხარემ კიევის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ აფეთქება უკრაინის დედაქალაქის შევჩენსკოვსკის უბანში მოხდა.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამაშველო სამსახური ადგილზე იმყოფება. მოსახლეობის ევაკუაცია ორი კორპუსიდან განხორციელდა“, - აცხადებს განმარტავს კიევის მერი.
მედიის ცნობით, რუსეთმა კიევზე თავდასხმა ოთხი ფრთოსანი რაკეტით განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე, ერთ საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
კლიჩკოს თქმით, სარაკეტო იერიშის შემდეგ, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება. კიევის მერის განცხადებითვე, შესაძლოა, ადამიანები, საცხოვრებელ კორპუსის ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.