კიევის ოლქში კვლავ ორდღიანი „კომენდანტის საათი" ცხადდება.
როგორც „ტელეგრამის“ გვერდზე კიევის მერმი, ვიტალი კლიჩკო, აცხადებს, „კომენდანტის საათი“ დღეს საღამოს 20:00 საათზე ამოქმედდება და 20 მარტის დილის 07:00 საათამდე გაგრძელდება.
„კომენდანტის საათის“ ამოქმედების შემდეგ ქალაქში გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ავტომობილები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები, აფთიაქები, გასამართი სადგურები არ იმუშავებს
"კიეველებს გარეთ გამოსვლა განგაშის ჩართვის შემთხვევაში თავშესაფარში გადასასვლელად შეეძლებათ“,- განმარტავს კლიჩკო.