ტარას შევჩენკოს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მისი დიპლომი არ აქვს.
,,აჭარის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც საჯაროდ მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივ ქმედებებს, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომი არ მიუღია! ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს დოქტორის ხარისხი, როგორც ვიკიპედიის მის გვერდსა და აჭარის მთავრობის საიტზეა მითითებული, სიმართლეს არ შეესაბამება, - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
უნივერსიტეტი აღნიშნავს, რომ რიჟვაძემ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში, საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტზე, დოქტორანტურაზე 2015 წელს ჩააბარა, 2017 წელს კი ოჯახური გარემოების გამო, საკუთარი ნებით გაირიცხა. ამრიგად, სწავლა შეწყდა და სწავლის ეს პერიოდი სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით არ დასრულებულა.
,,ძალიან ვწუხვართ, რომ მას, როგორც ჩვენს ყოფილ სტუდენტს, უკრაინა არ შეუყვარდა, - წერია განცხადებაში.