უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა. ტელეგრამის არხების ცნობით, სავარაუდოდ, ქალაქში მტრის რაკეტა ჩამოაგდეს.
გამოქვეყნდა ვიდეოც, სადაც ძლიერი აფეთქების ხმა ისმის.
როგორც „ Украина 24 “ იტყობინება, კიევის სვიატოშინსკის რაიონში რაკეტა საცხოვრებელ დასახლებაში ჩავარდა.
ხერსონის რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს, - ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას, აუმჯობესებენ საკუთარ პოზიციებს, აწყობენ ცალკეულ კონტრშეტევებს - საავიაციო და საარტილერიო დარტყმებს.“- აცხადებს არესტოვიჩი.