უკრაინის დედაქალაქში, „მაიდანის მოედანზე“ ძლიერი აფეთქებები ისმის. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა ქალაქის ტროეშჩინას რაიონშიც.
უკრაინის სახელმწიფო სპეცსამსახურის ცნობით, ბრძოლები დედაქალაქის ტროეშჩინას რაიონში CHP-6 ელექტროსადგურის მიმდებარედ მიმდინარეობს. BBC-ი წერს, რომ თავდასხმის მიზანი, შესაძლოა, ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა იყოს.
უკრაინული მედია ვიდეოკადრებს ავრცელებს სადაც კიევში აფეთქებებისა და ინტენსიური სროლის ხმა ისმის. უწყვეტი სროლის ხმა ისმის შულიავკის რაიონსა და ცენტრალურ ზოოპარკში. ასევე ხანძარია კიევის მეტროსადგურ ბერესტეისკაიასთან, სადაც აფეთქებები არ წყდება