კიევში საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანია ასევე ავრცელებს ფოტოს, რომელზეც, მათი ინფორმაციით, კიევში მომხდარი აფეთქებაა ასახული.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.