კიევის ოლქში, სოფელ ბოროდიანკასთან ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შეანერთებმა დაჭრილი რუსი ჯარისკაცები ბელარუსში გადაყვანის ნაცვლად, დახვრიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას Украинская правда უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
რადას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის, ფედორ ვენისლავსკის თქმით, საოკუპაციო ძალების არმიაში სპეციალური შენაერთები არსებობს, რომლებიც უკანდახეულ და გაქცეულ სამხედროებს ესვრიან. მისივე თქმით, ეს დანაყოფები სწორედ კადიროვის მებრძოლებისგან შედგება.
დახვრეტილთა შორის 36-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ერთ-ერთი დანაყოფის წევრები არიან.