„კიევში კომენდანტის საათი 17 საათიდან დაიწყება და 08: 00 - მდე იმოქმედებს“ - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნითა და უფრო ეფექტური თავდაცვის გამო მიიღეს.
„17: 00- იდან კომენდანტის საათი 28 თებერვლამდე ამოქმედდება. ყველა სამოქალაქო პირი, რომელიც კომენდანტის დროს ქუჩაში იქნება ჩაითვლება დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების წევრად“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.