უკრაინის დედაქალაქ კიევში, მაიდანზე, დღეში ორჯერ, 07:00 საათსა და 12:00 საათზე უკრაინის ჰიმნი ჩაირთვება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქში „კომენდანტის საათის“ დასრულებისთანავე გაიხსნა სურსათის მაღაზიები, აფთიაქები და ზოომაღაზიები. შეზღუდვით, თუმცა მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროც.
ქალაქი უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, წყლითა და გათბობით, შეუზღუდავად მუშაობს კავშირგაბმულობაც.
IPN.GE