კიევში მასიურად დაბრუნება ნაადრევია, საფრთხე ჯერ ისევ არსებობს - ვიტალი კლიჩკოს მიმართვა მოქალაქეებს

კიევში მასიურად დაბრუნება ნაადრევია, საფრთხე ჯერ ისევ არსებობს - ვიტალი კლიჩკოს მიმართვა მოქალაქეებს

access_time2022-04-13 22:10:35

კიევის მერი მოსახლეობას, რომლებმაც საომარი მოქმედებების დროს კიევი დატოვეს, ურჩევს, რომ ჯერჯერობით თავი შეიკავონ უკრაინის დედაქალაქში დაბრუნებისაგან, რადგან საფრთხე ჯერ ისევ არსებობს.

ვიტალი კლიჩკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დედაქალაქში ვითარება ახლა შედარებით მშვიდია, არსებობს დანაღმული ტერიტორიების საფრთხე და ასევე, სამხედროების ცნობებით, მტერს ჯერ კიდევ არ უთქვამს საბოლოო უარი თავდაპირველ მიზანზე - კიევის შტურმზე:

"მეგობრებო! ჯერ ნაადრევია კიევში, სახლში მასიურად დაბრუნება.

ჩვენ მხოლოდ სამხედროების რეკომენდაციებს ვეყრდნობით, რომლებიც ამბობენ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. ეს არის, პირველ რიგში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე.

მეორეც, გრძელდება დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიების განაღმვა, სადაც, სამწუხაროდ, უკვე არის ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიების აფეთქებების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები.


ჩვენი მთავარი ამოცანაა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და მშვიდობა. ამიტომ, დედაქალაქში დაბრუნება არ არის საჭირო. ვინც დაბრუნდება, ყველა რისკი უნდა აწონ-დაწონოს.

ჩვენ ვერ აგიკრძალავთ დაბრუნებას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გირჩიოთ. ქვეყანა საომარი მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს. კიევი ახლა უფრო მშვიდია, ვიდრე ადრე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ აგრესორის მიზანი დედაქალაქი იყო.

სამხედროები აცხადებენ, რომ აგრესორს უარი არ უთქვამს თავის გეგმებზე და ნებისმიერ დროს შეუძლია დაიწყოს მათი განხორციელება. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად და მოვუსმინოთ სამხედროების რეკომენდაციებს" - ამბობს კლიჩკო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up