20 მარტიდან 9 აპრილამდე კიევში არსებული საკარანტინო შეზღუდვები გამკაცრდა. საყოველთაო კარანტინი შესახებ, უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.
„ჩვენ მარტო დავრჩით. მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ცენტრალური მთავრობა არ ერევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებში, ჩვენ ეს აღვიქვით, როგორც სიტუაციის სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა“, - თქვა კლიჩკომ.
მან ასევე ისაუბრა „საკარანტინო მკაცრ შეზღუდვებზე“, რომლებიც კიევში უახლოესი სამი კვირა იმუშავებს.
კერძოდ, დედაქალაქში ყველა კულტურული დაწესებულების, სავაჭრო და გასართობი ცენტრების მუშაობა აიკრძალება. გაუქმებულია ყველა საჯარო ღონისძიება, მათ შორის სპორტული შეჯიბრებები. კვების ობიექტები იმუშავებენ მხოლოდ გატანის სერვისით. სილამაზის სალონები და სპორტული დარბაზები კი წინასწარი ჩაწერით.
საბავშვო ბაღები გააგრძელებენ მუშაობას მკაცრი სტანდარტების შესაბამისად. არდადეგების შემდეგ, სკოლები დაუბრუნდებიან სწავლას, მაგრამ დისტანციურად. საჯარო სექტორის ყველა საწარმო და ორგანიზაცია ასევე გადავა დისტანციურ რეჟიმზე.
კიევის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.
წყარო lenta.ru