ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში საახალწლო კარნავალი გაიმართა. დღის პირველ ნახევარში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, ასევე, საახალწლო-საკარნავალო სამოსში ჩაცმული მსახიობების თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო.
დღის მეორე ნახევარში ჯგუფ ,,მიქსტურას” კონცერტი გაიმართა, საღამო კი DJ-მ დაასრულა. კარნავალი მოცეკვავე გოგონებმა გააფორმეს. სტუმრებს საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის გარდა, საახალწლო კონცერტი ზღვისუბანშიც ჩატარდა, სადაც საკონცერტო ნომრები მომღერალმა, გიორგი ცხადაძემ ბენდთან ერთად შეასრულა. აღნიშნული ღონისძიებები ნაძალადევის რაიონის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.