კიმ კარდაშიანმა პრინცესა დაიანას ბრილიანტით გაფორმებული ამეთვისტოს ჯვრის ფორმის ყელსაბამი შეიძინა, რომელიც პრინცესას Sotheby's-ის აუქციონზე ეკეთა. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
გამოცემის ცნობით ყელსაბამი კარდაშიანმა აუქციონზე $197 453 შეიძინა, აუქციონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს,რომ ნივთი საწყის ფასთან შედარებით ორჯერ ძვირად გაიყიდა. როგორც კარდაშიანთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნა, კიმისთვის დიდი პატივია ფლობდეს გარდაცვლილი პრინცესას ყელსაბამს. ყელსაბამი იმ კოლექციას დაემატება, სადაც კარდაშიანი მსოფლიოში გამორჩეული, ძლიერი, მისაბაძი ქალების ნაქონ სამკაულებს აგროვებს.