ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი კლემან ბონი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერების ძლიერი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება. აღნიშნულის შესახებ, კლემენტ ბონმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ, ისევე როგორც ყველა კანდიდატმა, მკაცრი წესები უნდა დაიცვას.
„არ არსებობს პროცედურის დაჩქარება, არ არსებობს სამეფო საშვი. მათ ჯერ უნდა დაამთავრონ ომი, აღადგინონ ქვეყანა, შეასრულონ ყველა დემოკრატიული და ეკონომიკური მოთხოვნები. ამას სჭირდება დრო. თუმცა ჩვენ ვიძლევით ამ ღიაობის ნიშანს“, – განაცხადა ბონმა.
ევროკავშირის ლიდერები 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. გასულ კვირას ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა უკრაინას და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას