რესპუბლიკურის მაღალტექნოლოგიურ კლინიკად გადაქცევის მრავალწლიანი უშედეგო მცდელობა - რას უპირებენ ქვეყნის მთავარ საავადმყოფოს

რესპუბლიკურის მაღალტექნოლოგიურ კლინიკად გადაქცევის მრავალწლიანი უშედეგო მცდელობა - რას უპირებენ ქვეყნის მთავარ საავადმყოფოს

access_time2023-02-16 12:50:43

რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემების გამო,  - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრს ეკუთვნის. ჯანდაცვის მინისტრი კი წარმოადგენს მთავრობას, რომელიც „საპარტნიორო ფონდიც“ წლების განმავლობაში მართავდა ამ კლინიკებს და მათ განვითარებაზე უნდა ეზრუნა, მოგებაზე გაეყვანა და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, სულ ან ნაწილობრივ გასხვისებაზე.



დღეს კი ამ სამედიცინო დაწესებულებების მმართველი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგია“, რომელიც სახელმწიფო კლინიკების მართვის გაუმჯობესების მიზნით 2020 წლის თებერვალში შეიქმნა. ჰოლდინგის 2021 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია 2021 წლის 15 დეკემბერს გაიმართა, რა დროსაც აღინიშნა, რომ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ უახლოეს მომავალში გეგმავს მის მართვაში არსებული ყველა კლინიკის ეტაპობრივ რეაბილიტაციას და ტექნიკურ აღჭურვას.



„დასკვნით ეტაპზეა ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ შენობის სრული რეაბილიტაცია, ასევე „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობის ნაწილის რეაბილიტაცია და ახალი, 10 სართულიანი, თანამდროვე სტანდარტების კლინიკის აშენება.


„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მიზანია უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის. ეს კი, თავისი მხრივ, მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს“. 


აღნიშნულ პრეზენტაციაზე ითქვა ისიც, რომ  „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა“ შეძლო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და გაასამმაგა არსებული საწოლფონდი; 


ზურაბ აზარაშვილის მიერ დაანონსებულ 2025 წლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ფაქტია კლინიკებში არსებული პრობლემები თავს არ ან ვეღარ მალავს.


თბილისს ექნება ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და მოსახლეობის ხარისხიანი ჯანდაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს“, - ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.


მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, მუშაობა მიმდინარეობს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე, რომელიც საზოგადოებას, უახლოეს მომავალში წარედგინება.


მისი განმარტებით, ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსება ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრიც, რომლის შესაქმნელადაც სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.


„რაც შეეხება ვადებს, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას ორი, ორ წელიწად-ნახევარი დასჭირდება და საბოლოო ჯამში, მივიღებთ მაღალი დონის მაღალტექნოლოგიურ კლინიკას, რომლის არსებობაც, სახელმწიფო საკუთრებაში, ნამდვილად აუცილებელია. ამ კლინიკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოწყობის მხრივ დაწყებულმა სამუშაოებმაც დააჩქარა. კონცეფციის მიხედვით, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილი იქნება. რესპუბლიკური კლინიკა დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისათვის“, - განაცხადა აზარაშვილმა.



ცნობისათვის, სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებულ შპს „კლინიკების განვითარების კომპანიას“, რომელთა ძირითად საქმიანობას სამედიცინო მომსახურების გაწევა წარმოადგენდა 2015 წელს მართვაში სამი კლინიკა გადაეცა: შპს „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“,  სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“), შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“(რესპუბლიკური საავადმყოფო)

 


2018 წლის მარტში სს „საპარტნიორო ფონდსა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებდა ფონდის საკუთრებაში არსებული კლინიკების განვითარების მიზნით „საპარტნიორო ფონდსა“ და IFC-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატის შემუშავებას.



ურთიერთგაგების მემორანდუმს „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგენელიძემ მოაწერა ხელი, IFC-ს მხრიდან კი – საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პროგრამის რეგიონულმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გიორგი პეტროვმა. 



თუმცა, როგორც ჩანს ფონდმა კლინიკებში არსებული მდგომარეობის მოგვარება ვერ შეძლო და პრობლემემა თავიც ვერ დამალა, რადგანაც 2019 წლის ოქტომბერში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მან უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში (ე.წ. ონკოლოგიურ კლინიკა) განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა, წერია, რომ მედპერსონალს უმძიმეს პირობებში უწევს მუშაობა.



„იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა.


სხვადასხვა გარემოების გამო, აღნიშნული პროექტი შეჩერდა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები. აღნიშნული კლინიკების შემდგომი განვითარების მიზნით, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ 2017 წელს „კლინიკების განვითარების კომპანია“ შეიქმნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „კლინიკების განვითარების კომპანიის“ ფუნქციებში არ შედიოდა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ფონდის ფინანსური რესურსით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, თუმცა მიუხედავად ამისა, ფონდი იძულებული გახდა ელემენტარული პირობების გაუმჯობესებისა და არსებული მედპერსონალის შენარჩუნების მიზნით, თანხა გამოეყო. სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რამაც გააუმჯობესა საავადმყოფოს ფუნქციონირება. ასევე, გატარდა ცალკეული ადმინისტრაციული ღონისძიებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რის შედეგადაც მოხდა კლინიკის შიდა რეზერვების მობილიზება, რამაც გაზარდა შემოსავლები და გარკვეულწილად გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, საერთო ვითარება მაინც რთულია.


„საპარტნიორო ფონდი“ კლინიკების მართვის კომპანიის შექმნის დღიდან ინვესტორის მოძიებაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობდა. ფონდის ძალისხმევის შედეგად, ინტერესი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მზად არის, კლინიკების განვითარების მიზნით, 50 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს აუქციონში. აღნიშნული კომპანია სამედიცინო მომსახურებას მსოფლიოს მასშტაბით ერთ მილიონზე მეტ პაციენტს უწევს. წელიწადნახევრიანი შრომის შედეგად, საინვესტიციო პროექტი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, მზად არის და სამეთვალყურეო საბჭოზეა წარდგენილი.


პროექტის მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული, ევროპული სტანდარტების 350 საწოლზე გათვლილ სამედიცინო დაწესებულებად უნდა გადაიქცეს და მასში ინტეგრირდეს ფონდის მფლობელობაში არსებული „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“, გამოთავისუფლებულ შენობებში კი თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყობა. პროექტის თანახმად, აღნიშნულ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება, მედპერსონალი ახალ სამუშაო სივრცეში გადავა და ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს.


პროექტის მიხედვით, ექიმების პროფესიულ განვითარებას ამერიკული კომპანია თავის თავზე იღებს, ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩება.


პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსთან განხილვის აქტიურ ფაზაშია. სამუშაო რეჟიმში თანხმდება დეტალები, რისთვისაც მადლობას ვუხდით უწყების წარმომადგენლებს“,  ნათქვამია საპარტნიორო ფონდის, 2019 წლის 5 ოქტომბრის განცხადებაში.

 

იმავდროულად, 2018 წლის სექტემბერში „საპარტნიორო ფონდი“ რესპუბლიკური საავადმყოფოს აუდიტს (შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“) ითხოვდა.


საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ 2017 წელს ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა. ინფორმაცია საპარტნიორო ფონდმა გაავრცელა.


ფონდის განცხადებით, კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით, „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია, თუმცა კლინიკის დირექტორმა მათი უმრავლესობა არ გაითვალისწინა და ხარვეზები არ გამოასწორა.

 

 როგორც „კლინიკების განვითარების კომპანიის“ „ფინანსური ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტორის“ ბოლო დასკვნაში (2019 წლის 31 დეკემბერი) წერია, კომპანიის ძირითადი საშუალებების წმინდა ღირებულებამ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 118,024 ათასი ლარი, რომელიც 2019 წლის განმავლობაში გაიზარდა 25 ათასი ლარით და წლის ბოლოს 118,049 ათას ლარს მიაღწია.

 

საინვესტიციო ქონების ღირებულება გაზრდილია 535 ათასით და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 44,072 ათას ლარს შეადგენს.

 

ინვესტიციები შვილობილ კომპანიებში გაიზარდა 535 ათასი ლარით და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 44,072 ათას ლარს შეადგენს.

 

სავაჭრო და სხვა დებიტორული დავალიანება მთლიანად შედგება მოიჯარეებიდან მისაღები შემოსავლებიდან, რომლის მოცულობამ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 54 ათას ლარი. იგი 2019 წლის განმავლობაში შემცირდა 30 ათასი ლარით და წლის ბოლოს 24 ათას ლარს მიაღწია.

 

ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები მთლიანად შედგება ბანკებში განთავსებული სალარე ანგარიშებიდან. მათი მოცულობა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 155 ათას ლარი. იგი 2019 წლის განმავლობაში შემცირდა 69 ათასი ლარით და წლის ბოლოს 86 ათას ლარს მიაღწია.

 

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის საწესდებო კაპიტალი განსაზღვრულია 208,041 ათასი ლარით. 2019 წლის განმავლობაში საწესდებო კაპიტალში განხორციელდა ზრდა კლინიკების მართვის კომპანიაში 1,521 ათასი ლარის ღირებულებით (2018 წლის 31 დეკემბრისათვის მისი მოცულობა 206,520 ათას ლარს შეადგენდა).

 

შემოსავლები იჯარებიდან 2018 წლის განმავლობაში შეადგენდა 178 ათას ლარს, ხოლო 2019 წლის მანძილზე - 178 ათას ლარს.


აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით,  „კლინიკების განვითარების კომპანიის“ „გარდაცვალება“ ოფიციალურად 2021 წლის 1-ელ აპრილს დაფიქსირდა. 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up