კლინიკას, რომელიც მედპერსონალის მინიმალურ ხელფასს არ გადაუხდის, შესაძლოა საქმიანობა შეუჩერდეს

კლინიკას, რომელიც მედპერსონალის მინიმალურ ხელფასს არ გადაუხდის, შესაძლოა საქმიანობა შეუჩერდეს

access_time2023-01-21 16:30:48

თუკი დადასტურდება, რომ კლინიკის მენეჯმენტმა მედპერსონალს სამუშაო პირობები მინიმალური ხელფასის გადახდისგან თავის არიდების მიზნით გაუუარესა, სანქციები ამოქმედდება. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

 

შეგახსენებთ: ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც კლინიკების ხელმძღვანელობას ექთნები იძულებით გადაჰყავს უფრო დაბალ პოზიციაზე, რათა მათ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება არ გადაუხადონ.

 

ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ მისი უწყების ცხელ ხაზზე და სხვა პლატფორმების საშუალებით ექიმებისა და ექთნების მხრიდან მსგავსი შინაარსის საჩივრები შევიდა. კერძოდ, ფერაძის თქმით, საჩივრებში საუბარია ექიმის ან ექთნის უფრო დაბალ პოზიციაზე გადანიშვნის შესახებ. მისივე განცხადებით, ამ საქმეებზე მოკვლევა უკვე დაიწყო და თუ ფაქტი დადასტურდა, ეს ჩაითვლება დარღვევად, რადგან დასაქმებულის სამუშაო პირობების გაუარესება მისი თანხსმობის გარეშე არ შეიძლება.

 

„თუ აღმოვაჩენთ, რომ ადამიანებს შრომითი პირობები გაუუარესდათ იმის გამო, რომ არ მიეღოთ კუთვნილი ხელფასები, ამას ბუნებრივია ჩავთვლით დარღვევად. დარღვევა გულისხმობს როგორც დაჯარიმებას, ისე თანხის დაკავებას. ასევე შეიძლება იყოს სამუშაო პროცესის შეჩერება – გააჩნია დარღვევის სიმძიმეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტები დადასტურებულად იქნება, ჩვენ დავავალებთ სამედიცინო დაწესებულებებს, სრულად აანაზღაურონ ის თანხა, რომელიც დასაქმებულისთვის უნდა ჩაერიცხათ და ყოველი გადაცილებული დღისთვის იქნება თანხის 0,07%,“ – განმარტა ბექა ფერაძემ და მოუწოდა დასაქმებულებს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შრომის ინსპექციის ცხელ ხაზზე 1575-ზე დარეკონ. მისი თქმით, ზარის ავტორის კონფიდენციალობა დაცულია.


 

რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, ზურაბ აზარაშვილის თქმით, მინიმალური ანაზღაურების სისტემის შემოღების შედეგად  ექთნის ხელფასი სულ მცირე 500, ხოლო ექიმის 1000 ლარი გახდა.

 

მისივე განცხადებით, ამ რეგულაციის აღსრულების მონიტორინგი შრომის ინსპექციას დაეკისრა. მართალია, ჯერ თვე არ დამთავრებულა და, შესაბამისად, არც ჩარიცხვებია და იანვრიდან ამოქმედებული წესის შესრულების შესახებ მონაცემები არ არსებობს, თუმცა მედპერსონალის მხრიდან შრომის ინსპექციაში საჩივრები უკვე შედის.

 

„ექთანს რომ რაღაც სხვა პოზიციაზე გადავნიშნავთ იმისთვის, რომ 500 ლარი არ მივცეთ ხელფასი, საერთოდ რა ეთიკურობაზე და ადამიანობაზე შეიძლება ვისაუბროთ? 150 ლარის დაზოგვის გამო… ამას შრომის ინსპექცია დეტალურად მიყვება. ჩარიცხვები ჯერ არ ყოფილა, რადგან თვე ჯერ არ დასრულებულა და როცა გვექნება  პირველი შედეგები, შრომის ინსპექციას კონკრეტული რეაგირებები ექნება საკუთარი მანდატის ფარგლებში,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up