კლინიკები, ჯანდაცვის სამინისტროსგან, ტარიფების გადაანგარიშებას ელოდებიან

კლინიკები, ჯანდაცვის სამინისტროსგან, ტარიფების გადაანგარიშებას ელოდებიან

access_time2022-06-28 14:35:17

ჯანდაცვის ასოციაციაში შემავალი 100-ზე მეტი კლინიკის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს დადგენილი სამედიცინო მომსახურების ტარიფები არ შეცვლილა. კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებული შეთანმხებით კი, კლინიკებს ცალმხრივად მომსახურების ტარიფის შეცვლის უფლება არ აქვთ. ფასების ზრდისა და კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფონზე მუშაობის პირობებში კი, ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებით, პაციენტები ზარალდებიან, რადგან შექმნილი ვითარება მომსახურების ხარისხზე აისახება.


ასოციაციის განცახდებით 2013 წლის შემდგომ ჰოსპიტალური სექტორის ხარჯის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა იმპორტირებული ინვენტარის და სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, კომუნალური გადასახადების ზრდამ და ინფლაციამ.


„ჩვენი ჯანდაცვა დიდწილად იმპორტირებულ პროდუქციაზე დგას. უცხოეთიდან შემოდის წამლები, გადასასხმელი ხსნარები, ქირურგიული ინვენტარი, ერთჯერადი მასალა და სადიაგნოსტიკო აპარატურა, მათ შორის, საოპერაციო მაგიდებიც და პალატაში რომ დგას, ის საწოლიც და ტუმბოც. ბრმა ნაწლავის ოპერაციის ხარჯის, დაახლოებით 45% უცხოურ ვალუტაზე ნაყიდი პროდუქციაა. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა 2013-2020 წლებში თითქმის 100%-ით გაუფასურდა, გამოდის, რომ 2000-ლარიანი ოპერაციის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებული ხარჯი 2013 წელს იყო 900 ლარი, მაშინ, როცა 2020 წელს იგივე მასალის შესყიდვას 1800 ლარი სჭირდება“, აღნიშნავს გიორგი გოცაძე, ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი, საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტი.


ანცხადების თანახმად, პაციენტისთვის მიწოდებულ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, გავლენას ახდენს მედპერსონალის ანაზღაურებაც, რომელიც, „უცვლელი რჩება ინფლაციის და გაზრდილი ხარჯების ფონზე ეს სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილებას იწვევს, შესაბამისად, პაციენტს, დემოტივირებული პერსონალი ხვდება, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ექთნების და სანიტრების შემთხვევაში, რომელთა რაოდენობაც ისედაც მცირეა“.


ამასთან კლინიკების წარმოამდგენელბი აცხადებენ, რომ ფასის გათვალისიწინებით არჩევანის გაკეთება უწევთ შედარებით იაფფასიან სახარჯ მასალებზე .



„მეორე ფაქტორი, რაც მომსახურების ხარისხის სასიკეთოდ არ მოქმედებს არის მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული მედიკამენტების და სახარჯი მასალის შედარებით ხელმისაწვდომი ჩინური/ინდური წარმოების მედიკამენტებით და სახარჯებით ჩანაცვლების პრაქტიკა. გარდა ამისა, ხარჯის დაფარვასა და დაზოგვაზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვნად აფერხებს სამედიცინო დაწესებულებების განვითარებას“,- ნათქვამია განცხადებაში.


ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის მაია მახარაშვილის თქმით, სამედიცინო დაწესებულებისთვის მოგების გენერირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საჭიროა მუდმივი რეინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში.


„იმისთვის, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებს, რაც, მაღალკვალიფიციურ პერსონალთან კომბინაციაში, მაღალ სამედიცინო ხარისხს და საუკეთესო სამედიცინო გამოსავალს გულისხმობს“- ამბობს მაია მახარაშვილი.


ტარიფების ინდექსაციის მოთხოვნით, 130-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის ასოციაციის სახელით:


„ცხრა თვეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ტარიფების ინდექსაციის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. შევიმუშავეთ კონკრეტული მეთოდოლოგია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ტარიფის დათვლა. ათობით სამუშაო შეხვედრა ჩავატარეთ ჯანდაცვის სამინისტოსთან. მუშაობის პროცესში შეიცვალა სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელთანაც ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები აღიარებენ ტარიფების გადახედვის საჭიროებას, კონკრეტული ნაბიჯები ან ცვლილება დღემდე არ განხორციელებულა. სამინისტროსგან ჩვენ ველით კონკრეტულ პასუხს, თუ რა პროცენტით მოხდება რეანიმაციული და კარდიოლოგიური სერვისების ინდექსაცია. თუმდა ახლა დაიწყო საუბარი რეანიმაციის სტანდარტის შექმნაზე და დრჯ (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვაზე, რომელიც ინდექსაციის პროცესს კვლავ დროში გაწელავს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სამედიცინო პროცესის დიდი ნაწილის უკმაყოფილების ზრდა, საავადმყოფოების გამოსვლა საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან, რაც საბოლოოდ პაციენტს დააზარალებს, ვინაიდან გაიზრდება ჯიბიდან გადახდის წილი. “- აღნიშნავს ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი, ნინო კიკნაძე.


ასოციაციის წარმომადგენლები მოელიან, რომ სამინისტროსგან ახალ ტარიფებთან დაკავშირებით პასუხს ივლისში მიიღეებენ.


ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up