კლინიკები რეანიმაციის ტარიფების დაუყოვნებლივ გაზრდას ითხოვენ

კლინიკები რეანიმაციის ტარიფების დაუყოვნებლივ გაზრდას ითხოვენ

access_time2022-06-24 19:00:00

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკების დაფინანსების „ჯიარდი“ ანუ დიაგნოზთან შეჭიდული სისტემის ამოქმედება სექტემბრიდან იგეგმება, თუმცა კლინიკების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს არარეალისტურია. ამიტომ ისინი ტარიფების ინდექსაციას მოითხოვენ, რაც, სამინისტროს დაპირების თანახმად, ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. კერძოდ, რეანიმაციის ტარიფები გაიზრდება იმ კლინიკებისთვის, რომლებიც რეანიმაციის განახლებულ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. როგორც ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ნინო კიკნაძე აცხადებს, მას არ სურს იფიქროს, რომ ეს საკითხი დროში გაიწელება. მისივე განცხადებით, ინდექსაცია ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტორს ძალიან გაუჭირდება.


„ინდექსაციის ერთერთი წინაპირობა ისაა, რომ გაიზარდა კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგიის ტარიფმა 86%-ით მოიმატა. ლარი გაუფასურდა 2019 წლის შემდეგ, 2019 წელს კი მოხდა 520-ე დადგენილების მიღება, რამაც ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სამედიცინო სექტორი. ინდექსაცია აუცილებელია, რომ სექტორმა შეძლოს ფუნქციონირება, განვითარებაზე აღარაფერს ვამბობ. ეს პირველ რიგში აისახება პაციენტზე და მომსახურებაზე. კრიტიკულად გადაუდებელია, რომ მოხდეს სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების ინდექსაცია,“ – განაცხადა კიკნაძემ.


რაც შეეხება „ჯიარდის,“ კიკნაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სექტორს პირდება, რომ ჯიარდიზე გადასვლა სექტემბრისთვის დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პაციენტის ასაკის, დიაგნოზის, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.


ნინო კიკნაძის თქმით, „დიარჯის“ სისტემა სამართლიანია, და საპილოტე რეჟიმში ის უკვე მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სექტემბრიდან გაეშვება, რადგან სექტორი ფიქრობს, რომ ეს ორ თვეში ვერ მოხერხდება.


„კარგია, რომ ეს სისტემა დაინერგოს გამართულად და ამ პროცესში ვმონაწილეობთ, თუმცა მგონია, რომ დროში გაჭიანურდება. ამიტომ ერთერთ გამოწვევად ისევ ინდექსაციის მოთხოვნა რჩება, რადგან ამის გარეშე სექტორს მუშაობის გაგრძელება გაუჭირდება. მთავარი გამოწვევა დაბალი ტარიფებია და ეს აფერხებს სისტემის განვითარებას,“ – განაცხადა ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა.



შეგახსენებთ, რომ კლინიკური სექტორი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებზე ტარიფების ინდექსაციას ითხოვს. მათი პოზიციაა, რომ 520-ე დადგენილებამ, რომელმაც კარდიოლოგიასა და რეანიმაციაზე ტარიფები გაათანაბრა, სექტორს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგან დადგენილი ფასები არ შეესაბამება რეალურ ხარჯებს, რაც პაციენტების ხარისხიან მოვლას ვერ უზრუნველყოფს და სექტორს განვითარების საშუალებას არ აძლევს.


მაგალითად, 2013 წლიდან ერთი დღე რეანიმაციის ღირებულება 760 ლარის ფარგლებში იყო, შემდეგ შეამცირეს 600 ლარამდე, ბოლოს კი, 520 დადგენილებით, 450 ლარით განისაზღვრა. ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათ იმპორტირებული საქონლის შეძენა უწევთ და, შესაბამისად, ფასი ლარის კურსზეა დამოკიდებული. ასოციაციის ინფორმაციით, ამ ცვლილებების აუცილებლობაზე სამინისტროს ესაუბრებიან და არსებობს შეთანხმება, რომ ეს ფასები არაადეკვატურია, მიღწეულია. მონაცემები და კალკულაციებიც გაზიარებულია სამინისტროსთვის. „ახლა საჭიროა ცვლილებების იმპლემენტაცია, რადგან ნებისმიერი სახის ინდექსაცია ბიუჯეტში უნდა აისახოს“. – ამბობენ ჯანდაცვის ასოციაციაში.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური ამბობს, რომ უწყება კლინიკებს სთავაზობს, უახლეს კვირებში შემოღებული იქნება რეანიმაციის ახალი სტანდარტი, რომელიც კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ და ხარისხობრივ მოთხოვნებს უწესებს კლინიკებს, ხარისხის გასაუმჯობესებლად. იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც განახლებული სტანდარტის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, შესაძლებლობა ექნებათ, რომ მათთვის ტარიფი გადაიხედოს მანამდე, ვიდრე DRG სტანდარტი შემოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაელოდონ სექტემბერს, როცა DRG შემოვა და მთლიანად შეიცვლება გადახდის პირობები და კონკრეტული ტარიფი კონკრეტულ ნოზოლოგიაზე აღარ იქნება მიბმული. ილია ღუდუშაურის თქმით, რეანიმაციის ახალი სტანდარტი ივლისის შუა რიცხვებამდე მზად უნდა იყოს.


საქართველოს ჯანდაცვის ასოციაცია და ამ ეტაპზე 85 სტაციონარულ კლინიკასა და 40 ამბულატორიას აერთიანებს.


წყარო: jandacva.ge



თეგები:
ტარიფები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up