„კლინიკები სამედიცინო აპარატურის შეცვლისგან თავს იკავებენ“

„კლინიკები სამედიცინო აპარატურის შეცვლისგან თავს იკავებენ“

access_time2022-08-25 20:00:00

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP-ის გენერალური დირექტორი გიორგი ლიპარტელიანი jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დარგი კატასტროფულ მდგომარეობაშია, მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები და ქვეყანაში არსებული სავალუტო პოლიტიკაა.


როგორც ლიპარტელიანი აცხადებს, პოსტპანდემიურ პერიოდში კლინიკებს ოპერირება საკმაოდ უჭირთ.


„პანდემიის პერიოდში კლინიკების უდიდესი ნაწილი კოვიდ კლინიკებად მუშაობდა. ახლა, როდესაც დაიბრუნეს საკუთარი პროფილი, გადაწყობა უჭირთ. მათ არ ჰყავთ კადრი, იმ პაციენტების დაბრუნებაც უჭირთ, ვინც წლების განმავლობაში მათ კლინიკაში მკურნალობდა, კოვიდის სტატუსით მუშაობის გამო კი პაციენტებს სხვა კლინიკაში მოუწიათ გადასვლა. ახლა მათი უკან დაბრუნება ძალიან რთულია. ჩათვალეთ, ეს კლინიკები თავიდან იწყებენ ბიზნეს საქმიანობას,“-აცხადებს ლიპარტელიანი.


განსაკუთრებულ პრობლემას კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების დაფინანსების სქემა და მათთვის დაწესებული რეგულაციები ქმნის.


„კლინიკებში ბევრი მანიპულაცია მინუსით ტარდება. სასწრაფო და რეანიმაციის მიმართულება ზარალიანია, თუმცა, მუშაობს, სხვა შემთხვევაში გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. შედარებით მრავალპროფილური კლინიკები კიდევ ახერხებენ დაბალანსებულად მუშაობას. ეს ყველაფერი კი იმპორტიორი კომპანიების საქმიანობაზე ძალიან ნეგატიურად აისახება. როგორც ვიცი ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ახალი რეგულაციების დადგენაზე მუშაობს, რასაც ძალიან ბევრი კლინიკა ვერ გაუძლებს, ან გაიყიდება, ან გაკოტრდება,“-აცხადებს ლიპარტელიანი.



მისი ინფორმაციით, კლინიკებმა პანდემიის პერიოდშიც და ახლაც თანხების დაზოგვა დაიწყეს. კლინიკები თავს იკავებენ სამედიცინო აპარატურის შეცვლისგან ან თუ ცვლიან, საკმაოდ ბიუჯეტურით.


როგორც ლიპარტელიანი აცხადებს, სიტუაციას ამძიმებს ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსიც.


„ეს ჩვენთვის კატასტრიფაა. ახლა ლარი მყარდება, ჩვენ მაღალი კურსით გვაქვს შეძენილი პროდუქცია, ამ დროს კი ჩვენ მაღალი ფასით რეალიზიაცია გვიჭირს. ამას ემატება სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ძალიან უხეში ჩარევები. იმპორტიორებისთვის არასტაბილურობა საშინელებაა. თუ ხედავ ტენდენციას, მას მიყვები, რადიკალური რყევები ძალიან აზიანებს ბიზნესს“-აცხადებს ლიპარტელიანი.


შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ახალი ტარიფების დადგენაზე მუშაობს. საუბარია, DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით -Diagnosis-Related Groups) სისტემაზე გადასვლაზე, რომელიც გულისხმობს დაფინანსების მოცულობის, პაციენტის დიაგნოზის, ასაკის, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის და სხვა კრიტერიუმების განსაზღვრას.


jandacva.ge



თეგები:
კლინიკები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up