კლინიკების ტარიფების დათვლისას ექიმების ხელფასების და კვალიფიკაციის საკითხიც გადასახედია -  მარინა ბერაძე

კლინიკების ტარიფების დათვლისას ექიმების ხელფასების და კვალიფიკაციის საკითხიც გადასახედია - მარინა ბერაძე

access_time2022-04-19 13:00:24

კლინიკების დაფინანსების ახალ სქემის შემუშავების საკითხს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ეხმაურებიან. ორგანიზაცია ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი, ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ტარიფების გადახედვისას აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ექიმების ანაზღაურების და კომპეტენციის საკითხები, რა მხრივაც დიდი პრობლემაა და უმეტეს შემთხვევაში ტარიფების არაგონივრული განაწილება ხდება.


საუბარია ე.წ დიარჯის (DRG) სისტემაზე, რომლის მიზანიც სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე სამართლიანი ფასები დადგენაა. ფასების დადგენისთვის სპეციალური ფორმულა უკვე ამუშავებულია.


სისტემა გულისხმობს პაციენტზე გაწეული მკურნალობის ფაქტიური ხარჯის ანაზღაურების ნაცვლად, საავადმყოფოების დაფინანსებას პაციენტების დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ დადგენილი და განფასებული სამკურნალო სტანდარტების მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად  შეიცვლება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.



მარინა ბერაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია  სახელმწიფოს მხრიდან ტარიფები სისტემატურ კონტროლდებოდეს, რათა ჰქონდეთ  ზუსტი ინფორმაცია, რამდენად ეფექტიანად განკარგავენ კლინიკები თანხებს და რეალურად რა პრობლემაა ტარიფებთან დაკავშირებით.


,,სატარიფო პოლიტიკის გადახედვა არ არის რაღაც უცნაური და შემთხვევითი ამბავი, აუცილებელი მექანიზმია, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა აკეთებს. შეიძლება, ყოველწლიურად ვერ გადაიხედოს ტარიფები, მაგრამ სისტემატური მონიტორინგი  საჭიროა,  ჩვენს შესაძლებლობებსა და მოთხოვნების შესაბამისი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ცუდი არაფერია, თუ ტარიფი საფუძვლიანად იქნება შესწავლილი, 520-ე დადგენილების შემოღებას თავის დროზე საკმაოდ მყარი საფუძველი ჰქონდა, მთავარია, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უნდა შეისწავლონ ან დადგება მომავალში, კომპეტენტური ადამიანების გადასაწყვეტია და არა ვინმეს მოსაზრებით ან ინტერესიდან გამომდინარე“, - ამბობს მარინა ბერაძე.


მისი თქმით, საქართველოში ბევრი კერძო დაწესებულებაა, ძალიან რთულია ამის კონტროლი, ამიტომ არსებობს მოდელი, რა შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ესა თუ ის კლინიკა საიმედო, განსაკუთრებით  პატარა კლინიკებთან მიმართებაში, რომელთა დაფინანსება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.


,,სამედიცინო სფერო არის ყველაზე მომგებიანი  ბიზნესი და თუ ვინმეს მოგება შეუმცირდა, არ ნიშნავს, რომ ტარიფმა ცუდად იმოქმედა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, ერთია, როცა ტარიფებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მეორეა, სად მიდის და როგორ ნაწილდება თანხა, რასაც სახელმწიფო უხდის სამედიცინო დაწესებულებებს. კლინიკები ყოველთვის მაღალი მოგებით არიან დაინტერესებული, ამ დროს ძალიან ბევრი მიმართულების ექიმი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაბალი ანაზღაურების გამო. ამიტომ მთავარი, როცა ამ საკითხების შემუშავება მოხდება, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ანაზღაურებისა და კვალიფიკაციის საკითხები. ექიმის დატვირთვა შეფასებული უნდა იყოს სწორად და ხელფასი მოემატოთ“, - ამბობს მარინა ბერაძე ,,კომერსანტთან“.


შეგახსენებთ, რომ 520-ე დადგენილება 2020 წლის 21 ნოემბერს შევიდა ძალაში, რითაც კლინიკებს ერთიან სატარიფო გეგმა დაუწესდათ.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up