მთავრობის დადგენილებით ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა. კერძოდ, დადგენილებით ექთნების მინიმალური ხელფასი 752 ლარი უნდა იყოს, ხოლო ექიმების - ₾1260.
სოლიდარობის ქსელმა კლინიკების მიერ ექთნების სხვა პოზიციებზე გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც პრობლემის მოგვარების თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავდა.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული კლინიკები ცდილობენ ექთნები გადაიყვანონ სხვა პოზიციებზე, რადგან სახელმწიფოს მიერ ექთნებისთვის დაწესებული გაზრდილი მინიმალური ხელფასი მათ 2023 წლის იანვრიდან არ გადაუხადონ. ძვირფასო ექთნებო, თუ ეს ხდება თქვენს კლინიკაში, კატეგორიულად არ მოაწეროთ არაფერს ხელი და იმ წუთასვე დაგვიკავშირდით საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან 557996534 ან 593138087. ამავდროულად, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაგვეხმაროს აღკვეთოს მსგავსი მანიპულაციები კლინიკების მხრიდან, რომლებიც ექთნებს ართმევენ გაზრდილი ხელფასის შესაძლებლობას და აკნინებენ მთავრობის წინგადადგმულ ნაბიჯს საქართველოში მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის შემოღებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ