კლინიკებს მოვუწოდებთ, დაადეკლარირონ რამდენი საათი იმუშავა თანამშრომელმა და რამდენი ანაზღაურება გასცეს - ბექა ფერაძე

კლინიკებს მოვუწოდებთ, დაადეკლარირონ რამდენი საათი იმუშავა თანამშრომელმა და რამდენი ანაზღაურება გასცეს - ბექა ფერაძე

access_time2023-02-13 20:00:49

2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

 

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, რომ იანვრის თვეში დაახლოებით 100 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმეს და ვინაიდან ხელფასები ჯერ ჩარიცხული არ იყო, სახელფასო კუთხით დარღვევები ვერ დააფიქსირეს. თუმცა, რამდენიმე კლინიკაში ხელშეკრულების დადების კუთხით იყო გამოწვევები. ამასთან, ბექა ფერაძე ექიმებსა და ექთნებს მოუწოდებს, რომ დარღვევის შემთხვევაში შრომის ინსპექციის ცხელი ხაზზე ანონიმურად დარეკონ. ისინი თითოეულ შემთხვევას შეისწავლიან და მათ უფლებებს დაიცავენ.

 

„ჩვენ როგორც შრომის ინსპექციამ და აღმასრულებელმა უწყებამ დავიწყეთ შემოწმებები. იანვრის თვეში დაახლოებით 100 სამედიცინო დაწესებულება შევამოწმეთ. ვინაიდან ხელფასები ჯერ არ იყო ჩარიცხული, სახელფასო კუთხით გამოწვევები არ დაგვიფიქსირებია, თუმცა ხელშეკრულების დადების კუთხით იყო გამოწვევები რამდენიმე კლინიკაში. ჩვენი ჩართულობით ეს დარღვევები მყისიერად აღმოიფხვრა.



მოვუწოდებთ სამედიცინო პერსონალს, თუ მენეჯმენტი არ გადაუხდის დასაქმებულს იმ მინიმალური ზღვარს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, შეუძლიათ ანონიმურად მოგვმართონ ტელეფონის ნომერზე 1575, ჩვენ ჩავერთვებით, თითოეულ შემთხვევას შევისწავლით და დასაქმებულთა უფლებები იქნება დაცული“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

მან ისიც თქვა, რომ ელექტრონულ პლატფორმა მზადდება, სადაც ყოველთვიურად იქნება ასახული ექიმებისა და ექთნების სამუშაო საათებისა და ანაზღაურების შესახებ, რაც მათ მონიტორინგის საშუალებას მისცემს.

 

„გვინდა, რომ ყოველთვიურად პულსზე გვედოს ხელი და ვიცოდეთ რამდენად სწორად ერიცხებათ სამედიცინო დაწესებულებებს კუთვნილი ანაზღაურება. სამედიცინო დაწესებულებებს მოვუწოდებთ, ყოველთვიურად დაადეკლარირონ რამდენი საათი იმუშავა თანამშრომელმა და რამდენი ანაზღაურება გაიცა. ჩვენ შესაბამისი მექანიზმებით გავაკონტროლებთ, რამდენად ზუსტად და სწორად დაერიცხა ანაზღაურება სამედიცინო პერსონალს და ეს იქნება მოდელი, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ, ამ რეფორმით 8000-მდე ექიმს და 9000-მდე ექიმს გაუუმჯობესდება შრომითი პირობები“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up