„კლინიკებს საკმაოდ მძიმე სიტუაციაში უწევთ ოპერირება“ - გააძვირებს თუ არა ინფლაცია სამედიცინო მომსახურებას

„კლინიკებს საკმაოდ მძიმე სიტუაციაში უწევთ ოპერირება“ - გააძვირებს თუ არა ინფლაცია სამედიცინო მომსახურებას

access_time2021-11-17 13:00:56

წლიური ინფლაციის განაკვეთმა ოქტომბერში 12.8%-ს მიაღწია. მოსახლეობას, სხვა ყველაფერთან ერთად, სამედიცინო მომსახურებებიც გაუძვირდა . ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები ერთ წელში 8.4%-ით არის მომატებული. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის, საავადმყოფოების მომსახურების და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების სეგმენტში. როგორ აისახება მომატებული ფასები ჰოსპიტალურ სექტორზე, საკითხზე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი „კომერსანტთან“ საუბრობს:

 


„პირველ რიგში, სამედიცინო სექტორზე ლარის დევალვაცია აისახება. პროდუქტი ევროში და დოლარში გაძვირებულია, ამასთანავე გაზრდილია ტრანსპორტირების ხარჯები. ჩვენ კი ლარში ვოპერირებთ და თავისთავად ყველაფრის შესყიდვა კურსთაშორის ცვლილებიდან გამომდინარე ხდება“, ამბობს მაია მახარაშვილი.



კითხვაზე, დახვდებათ თუ არა საავადმყოფოში მისულ პაციენტებს გაზრდილი ფასი, მაია მახარაშვილი გვპასუხობს, რომ ტარიფები როგორც სახელმწიფოსთან, ასევე სადაზღვევოსთან უკვე შეთანხმებულია. შესაბამისად, კლინიკებს მომსახურების გაძვირება არ შეუძლიათ:


 

„სტაციონარული მომსახურების ძირითად შემსყიდველი არის სახელმწიფო, გადამხდელუნარიანობიდან გამომდინარე, მოსახლეობის ნაკლები წილი აქვთ კერძო სადაზღვევოებს. შესაბამისად, როგორც სახელმწიფოსთან, ასევე სადაზღვევოსთან შეთანხმებული ტარიფია, ამიტომ მომსახურების გაძვირება არ გამოდის. კლინიკებს საკმაოდ მძიმე სიტუაციაში უწევთ ოპერირება“, - განაცხადა მაია მახარაშვილი.

 


„სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ინფლაციის და დევალვაციის ფონზე ტარიფების გადახედვის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

 


„ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოში საკმაოდ ხშირად ტარდება სამუშაო შეხვედრები. ობიექტური არგუმენტები გვინდა ჩამოვაყალიბოთ, რის შემდეგაც ვგეგმავთ შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც წარვადგენთ ჩვენ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. მოლოდინი გვაქვს, რომ შეხვედრა კვირის განმავლობაში შედგება. ტარიფების თემა საკმაოდ კომპლექსურია და სწრაფი გადაჭრა საკმაოდ დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ, იმედი გაქვს, რომ ჩვენ ძალისხმევას შედეგი მოჰყვება“, აცხადებს მაია მახარაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up