„კლინიკები, რომლებიც ხარისხიან მკურნალობას ვერ შეძლებენ, საყოველთაოდან ჩაიხსნებიან და სანქციებიც გატარდება“

„კლინიკები, რომლებიც ხარისხიან მკურნალობას ვერ შეძლებენ, საყოველთაოდან ჩაიხსნებიან და სანქციებიც გატარდება“

access_time2022-07-11 17:00:45

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს მზაობა, კლინიკებს სამედიცინო სერვისები დაუფინანსოს. თუმცა, კლინიკებმა მაღალი ხარისხის მკურნალობა უნდა უზრუნველყონ.


„2030 წლამდე სამოქმედო გეგმაში გაწერილი გვაქვს, რომელ წელს, რა ეტაპზე უნდა ვიყოთ ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით. 2030 წლის ბოლომდე უნდა ავიდეთ 90-95%-იან დაფარვაზე. ეს ნიშნავს, თუ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება, მათ დასახმარებლად. დღეს ეს ნიშნული არის სადღაც 70%-ის ფარგლებში.


რადგან ჩვენ გვაქვს მზაობა, დავუფინანსოთ ეს სამედიცინო სერვისები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სერვისები იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის და ხარისხის, რადგან დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში, შესაბამისიკვალიფიკაციის ექიმები და არის შესაბამისი მედიკამენტები გამოყენებული“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.


მისი თქმით, DRG სისტემა საპილოტე რეჟიმში უკვე გაშვებულია და წლის ბოლომდე ყველა კლინიკაზე გავრცელდება.



„ჩვენი აზრით ეს ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან და ადკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე.


ძალიან გული მწყდება, რომ კლინიკების მხრიდან აპელირება ხდება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე. ჩვენ მხოლოდ ფინანსურს არ ვჯერდებით და აუცილებელია, ხარისხი იყოს ადეკვატური. არაფინანსური ნაწილიც მოწესრიგდეს. კლინიკებმა ის სტანდარტები, რასაც მოვთხოვთ, ეტაპობრივად დააკმაყოფილონ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


მისი ინფორმაციით, კლინიკებში ძალიან აქტიურად მიდის ინფექციის კონტროლის ღონისძიებები.


„ძალიან მნიშვნელოვანია, მკურნალობის პროცესში მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ინფექციის კონტროლის ღონისძიებას სისტემური ხასიათი მიეცა და არ არის მხოლოდ ერთჯერადი შემოწმება. არის კლინიკები, სადაც ორჯერ და ზოგ შემთხვევაში, სამჯერმივიდნენ. სანამ ეს სისტემურად არ მოწესრიგდება, თავს არ დავანებებთ. სამწუხაროდ, კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მოგვიწევს საყოველთაოდან ჩახსნა და შემდეგ უკვე მძიმე სანქციების გატარებაც, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.


მინისტრის თქმით, DRG-მდე ინდექსაცია არ იქნება.


„ინდექსაციის შემთხვევაში არ ვიცით საიდან უნდა გამოვიდეთ, ინფლაციას უნდა მივებათ, არ მივებათ. მაგალითად, ახლა ითხოვენ რეანიმაციას მივაბათო, რატომ რეანიმაციას და არა სხვას. ეს რამდენიმე თვიანი პროცესია, რასაც გეგმის მიხედვით მივყვებით. ვფიქრობ, ამ პროცესს უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ სამართლიანი ტარიფები იყოს. არ უნდა იყოს ისე, რომ დღეს რაღაც ტარიფი შემოვიღოთ, მერე როცა DRG შემოვა, იმან შეიძლება გვაჩვენოს, რომ ეს ტარიფი შესამცირებელია და არასერიოზული გამოვა ჩვენი მხრიდან“, - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.


„ბიზნესპარტნიორი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up