KLM წელს ყველა საერთაშორისო რეისს აღადგენს

KLM წელს ყველა საერთაშორისო რეისს აღადგენს

access_time2021-06-17 16:30:00

ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM წელს ყველა საერთაშორისო რეისს აღადგენს და საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მიმართულებით ახალ მარშრუტსაც დაამატებს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ს ავიაკომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორ პიტერ ელბერსმა გუშინ განუცხადა.


მისი თქმით, მართალია KLM-ის მგზავრთა ტევადობის რესურსი და ყველა რეისის სიხშირე ჯერ ისევ შეზღუდულია, მაგრამ ავიაკომპანიას ამბიციური გეგმა მაინც აქვს, რადგან ვაქცინაციის პროგრამები ტურისტული ინდუსტრიის აღდგენის იმედს უსახავს.


„ჩვენ მართლაც მოველით, რომ ყველა მიმართულებაზე 90-95%-ით დავბრუნდებით, სადაც კი პანდემიამდე დავფრინავდით. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ მგზავრთა მიღების თვალსაზრისით, ჩვენი ტევადობის რესურსი, 2019 წლეთან შედარებით, მცირე იქნება, ამიტომ ავიარეისებიც ადრინდელივით ხშირად ვერ განხორციელდება,“ - აცხადებს ელბერსი.


მისი თქმით, აღდგენის სიჩქარე და მასშტაბი ცვალებადი იქნება რეგიონიდან რეგიონს შორის, რაც ვაქცინაციის ადგილობრივ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული.



KLM-ის პრეზიდენტის მონაცემებით, აშშ-ში შიდაფრენების ბაზარმა ავიაკომპანიას დარგის აღდგენის კარგი ნიშნები უჩვენა, რაც ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდის შედეგია და რის კვალდაკვალ ევროპაც ვითარდება. რაც შეეხება აზიას, პიტერ ელბერსი ვარაუდობს, რომ იქ აღდგენის პროცესი ნელი ტემპით მოხდება.


„ევროპა-აზიის მონაკვეთზე ფრენების სწრაფ აღდგენას არ მოველით, რადგან აზიის ბევრ ქვეყანაში კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმია. თუმცა გამონაკლისია ახლო აღმოსავლეთი, სადაც ვაქცინაციის დიდი ნახტომები გაკეთდა, ამიტომ ერ-რიადის მიმართულებით ახალ მარშრუტსაც კი დავამატებთ, რისი გაკეთებაც შარშან გადაიდო,“ - აცხადებს ელბერსი.


გასულ თვეს გამოქვეყნებული ანგარიშით, Air France- KLM-მა პირველი კვარტალი 1,8 მლრდ დოლარის ზარალით დაასრულა, რასაც ელბერსმა „მოლოდინზე მეტად ცუდი“ შედეგი უწოდა. ის არ გამორიცხავს, რომ თუკი კოვიდპანდემიამ ისევ იფეთქა, დარგი სახელმწიფოსგან მორიგ ფინანსურ დახმარებას მიიღებს. თუმცა KLM-ის ამჟამინდელი სესხები და სხვა ფინანსური საშალებებეი, რომელიც ჯამში 4,1 მლრდ დოლარს შეადგენს, ავიაკომპანიას მომავალი საქმიანობისთვის „მტკიცე საფუძველს“ უქმნის.


BPN.GE 




თეგები:
KLM



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up