კობა გვენეტაძე: ამ ეტაპზე სავალუტო ინტერვენციის აუცილებლობა არ არის, თუმცა მზად ვართ

კობა გვენეტაძე: ამ ეტაპზე სავალუტო ინტერვენციის აუცილებლობა არ არის, თუმცა მზად ვართ

access_time2021-08-04 17:00:00

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სავალუტო ინტერვენციების განხორციელების აუცილებლობა არ არის. თუმცა, მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში სებ-ი ამისთვის მზად არის.


როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ინტერვენციების მიზანი ვერ იქნება კურსის კონკრეტულ დონეზე შენარჩუნება. კურსი არის მცურავი და მას კონკრეტული ფაქტორები განსაზღვრავს.


“შარშან 916 მილიონი გავყიდეთ, წელსაც დაახლოებით 260 მილიონი გვაქვს გაყიდული. მინდა დავადასტურო, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის რა თქმა უნდა ასეთ სიტუაციაში ინტერვენციებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ ინტერვენციებს აუცილებლობის მიხედვით, ამ წუთში არ არის აუცილებლობა, თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მცირე გაყიდვებს bmatch პლატფორმის საშუალებით ვაწარმოებთ. გასულ თვეს თუ არ ვცდები დაახლოებით 3 მილიონი დოლარი გავიყდეთ, იმის წინაც გავყიდეთ. ასე, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ბაზარზე და როგორც კი აუცილებლობა იქნება ჩვენი ჩარევის, ჩვენ გვაქვს რეზერვები, რესურსები, რომლის შესავსებადაც საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ განვლილ წლებში და რომელსაც დღეს ვიყენებთ, იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ბაზარს ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში მივაწოდოთ.



თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ინტერვენციების მიზანი არ არის და ვერ იქნება კურსის კონკრეტულ დონეზე შენარჩუნება. კურსი არის მცურავი, გრძელვადიან პერიოდში მას ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს, მოკლევადიან პერიოდში ვთქვათ ისეთი მოვლენები, როგორიც ახლაა. მაგრამ ის, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები საკმარისი დონე, გვეხმარება იმისათვის, რომ ბაზარს დავეხმაროთ ასეთი რთული სიტუაციების დროს. ასე, რომ ჩვენ ბაზარზე ვრჩებით და საჭიროების შემთხვევაში რეზერვებს აუცილებლად გავყიდით“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up