კობა გვენეტაძე - ეროვნულმა ბანკმა გაატარა ადეკვატური ზომები იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას

კობა გვენეტაძე - ეროვნულმა ბანკმა გაატარა ადეკვატური ზომები იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას

access_time2022-06-20 20:00:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივ ღონისძიებაზე მსოფლიო ბანკის 2022 წლის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


კობა გვენეტაძემ ღონისძიების მონაწილეებთან ერთად გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებზე და ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევაზე - ინფლაციაზე.



„ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი ინფლაციის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას. დღეს ჩვენ ორი კრიზისის წინაშე ვდგავართ - პანდემია და ომი. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ინფლაცია გახდა აშკარა საფრთხე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება უწევს, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ესმოდეთ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა გაატარა ადეკვატური ღონისძიებები იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. სებ-ი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ტვირთი საზოგადოებას შევუმსუბუქოთ. რომ არა ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და დროული ნაბიჯები, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, დღეს გაცილებით უფრო ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ვმართავ ღონისძიებას, სადაც მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების ანგარიშს წარვადგენთ. სამწუხაროდ, საზოგადოებამ იცის რომ მსოფლიო ეკონომიკა რთული გამოწვევების წინაშეა. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4.1%-იდან დაახლოებით 2.9%-მდე შემცირდება. აღნიშნული ვარდნა ძირითადად განპირობებულია მაღალი ინფლაციისგან, რომელსაც თან ერთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა, გლობალური მიწოდების ჯაჭვის ხარვეზები და რა თქმა უნდა ამ ყოველივეს ამძაფრებს მიმდინარე ომი უკრაინაში და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაინც გვაქვს პოზიტიური სიახლეები. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5.5%-ს მიაღწევს, რაც საწყისი პროგნოზის 2.5%-ის გაუმჯობესებული მაჩვენებელია,“ - სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.




გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ივნისის ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების პირველ სისტემურ შეფასებას 70-იანი წლების სტაგფლაციასთან შედარებით. კერძოდ, ანგარიში მიუთითებს, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია სტაგფლაციას განვითარებად ქვეყნებზე. 70-იანი წლების სტაგფლაციის შემდგომ აღდგენას საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა დასჭირდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსური კრიზისების სერიაში მზარდი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.



ანგარიშში ასევე მოცემულია უახლესი ანალიზი, თუ როგორ აფერხებენ ენერგორესურსების ბაზრებზე ომით გამოწვეული შედეგები გლობალური ზრდის პერსპექტივას. უკრაინაში მიმდინარე ომმა ენერგორესურსებთან დაკავშირებული საქონლის ფართო სპექტრისთვის ფასების ზრდა განაპირობა. მაღალი ფასები ენერგორესურსებზე შეამცირებს რეალურ შემოსავალს, გაზრდის საწარმოო ხარჯებს, გაამკაცრებს ფინანსურ პირობებს და შეზღუდავს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას - განსაკუთრებით ენერგორესურსების იმპორტიორ ქვეყნებში.



„გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში ასევე აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და სხვადასხვა მაჩვენებლები:



საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5 პროცენტამდე გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2.5 პროცენტიდან. ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5 -5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით.



ინფლაციის წნეხი იზრდება. მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის ზრდის 74 პროცენტი გამოწვეულია სურსათზე და საწვავზე ფასების მატებით.



საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებული რისკები მაღალ დონეზე რჩება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაცია ან გაჭიანურება და სანქციების ნებისმიერი მეორადი ეფექტი; ინფლაციის წნეხის ზრდა, რაც ხელს უშლის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას და COVID-19 - ის პანდემია, განსაკუთრებით ახალი ვარიანტების და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის კონტექსტში.



შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა ეკონომისტების, ფინანსისტების, დარგის ექსპერტების და მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up