კობა გვენეტაძე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში ლარის ლიკვიდობას მივაწვდით

კობა გვენეტაძე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში ლარის ლიკვიდობას მივაწვდით

access_time2020-04-21 19:15:03

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორთან კომუნიკაციას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობი, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სექტორში არსებულ ვითარებას გაეცნო.

 

მათივე ინფორმაციით, დღევანდელი ვიდეოკონფერენციის დროს საუბარი შეეხო ლიკვიდობის მართვის საკითხებს, მომსახურების დისტანციური არხების განვითარება/წახალისებას, ელექტრონული ხელმოწერის ფართოდ გამოყენებას, სხვადასხვა საზედამხედველო ღონისძიებებს, მათ შორის საკრედიტო რისკის შეფასების საკითხებს.

 

"კორონავირუსის პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ არსებული ვითარება. მსგავსი სამუშაო შეხვედრები, რომელიც მუდმივად იმართება ეროვნულ ბანკში ძირითადად სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული. ეროვნული ბანკი ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლს რეგიონების ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური სერვისების მიწოდების კუთხით. ამ მიზნით, ჩვენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში ლარის ლიკვიდობას მივაწვდით, რაც გულისხმობს წვდომას ლარის რესურსთან და რაც შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ძალზედ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეროვნული ბანკის ეს მხარდაჭერა მსესხებლებსაც მისცემს საშუალებას შეუმსუბუქდეთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. გარდა ამისა, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში სექტორმა საქმიანობა გააგრძელოს და მსესხებლებს ფინანსურ რესურსებზე წვდომა არ შეუწყდეთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

 


ამასთან, სექტორის მხრიდან დადებითად შეფასდა, ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობის მიწოდება. ასევე, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მიკროსაფინანსო სექტორის ძირითადი ნაწილი არსებულ მდგომარეობას უფრო ლიკვიდური და მეტად კაპიტალიზებული შეხვდა, რაც რეგულირების კუთხით ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგია. რასაც თავის მხრივ, ახალი გამოწვევების გარდატეხაში ექნება მნიშვნელოვანი წილი.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად არსებული გამოწვევების პირობებში სექტორის გამართული მუშაობის შესახებ მსჯელობდა.

 

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up