კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის წარმატებით განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის წარმატებით განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს

access_time2022-11-07 22:00:00

სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, შემაჯამებელი შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. „მოხარული ვართ, რომ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირველი მიმოხილვა წარმატებით დასრულდა. შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით $38 მილიონი) იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული თანხის ათვისების საჭიროება არ დგას“, - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. ბრიფინგში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი, ჯეიმს ჯონი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი მონაწილეობდნენ. კობა გვენეტაძის განცხადებით, ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც ჩვენი მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკების სისწორის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს, ხელს უწყობს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, ინვესტორებისთვის დადებითი გზავნილია.


„გლობალურად მაღალი გაურკვევლობის და გეოპოლიტიკურად დაძაბულ პირობებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის წარმატებით განხორციელებას დიდი დატვირთვა აქვს. ინფლაციის შემცირების გონივრული პოლიტიკა, ფისკალური და სავალუტო ბუფერების გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევა, რაც ამ პროგრამით არის გათვალისწინებული, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას განამტკიცებს და ეკონომიკის მდგრადობას გააძლიერებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის პოლიტიკა. სსფ-სთვის მისასალმებელია ეროვნული ბანკის ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და საერთაშორისო რეზერვების გონივრული მართვა. მისიის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა გაცვლითი კურსის მოქნილობა და მიმდინარე წელს, საგარეო შემოდინებების მატებით შექმნილი ხელსაყრელი პირობების ფონზე, ცენტრალური ბანკების სტანდარტული ინსტრუმენტით - ინტერვენციებით, გაზარდა საერთაშორისო რეზერვები“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის სწრაფმა და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ფინანსურ სექტორზე ომის გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის შესაბამის სანქციებზე მიერთების სათანადოდ მოთხოვნით. სავალუტო ფონდი, ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ზედამხედველობისა თუ კლიმატთან დაკავშირებული რისკების შეფასების მიმართულებით გატარებულ რეფორმებსაც უსვამს ხაზს.



„2023 წელს ველით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება. საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 6% იქნება. წლის ბოლოსთვის ინფლაცია კი 3,8%-მდე დაიკლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ, მთლიანობაში, კლების ტენდენცია არის მოსალოდნელი. სამიზნე ორიენტირთან დაახლოებას 2024 წლისთვის ვვარაუდობთ, თუმცა, ტრენდი უკვე 2023 წელსაც თვალსაჩინო იქნება, ხოლო 2024 წელს ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება მიღწეული. აუცილებელია, სწორ კონტექსტში აღვიქვათ ეს საკითხი. ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ფასები ყველა ქვეყანაში იზრდება და ამაზე გავლენა აქვს მიწოდების ჯაჭვს, სურსათის და ენერგომატარებლების ფასების ზრდას, უკრაინაში ომს. გლობალური შოკების შემცირების კვალდაკვალ ინფლაციის მაჩვენებელიც შემცირდება. ასევე, არის სხვა ფაქტორებიც. ეროვნული ბანკი ინფლაციის შესამცირებლად სხვადასხვა ზომებს ახორციელებს და, კლების მიმართულება თვალსაჩინოა. ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ ეს გლობალური და არა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი გამოწვევაა“, - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა.


ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ისაუბრა სსფ-ის პროგრამის წარმატებით განხორციელებისა და ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ეს ყოველივე საერთაშორისო ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია. „სავალუტო ფონდი პროგრამის პირველ შეფასებაში ნათლად აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით, ასევე, აქცენტს აკეთებს ეკონომიკური მდგრადობაზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, მის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა არსებული გამოწვევების ფონზე ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა. „საქართველოს ეკონომიკა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მდგრადი აღდგენით ხასიათდება. ასევე, დადებითი ტენდენციებით დაიწყო 2022 წელი. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ტურიზმის ძალიან სწრაფ აღდგენას და მნიშვნელოვან ზრდას ექსპორტის მიმართულებით. ასევე, აღსანიშნავია რომ ომის შედეგად გამოწვეული კრიზის უარყოფით გავლენას, გარკვეულ წილად აბალანსებს პოსტ-პანდემიური პერიოდის ძალიან სწრაფი აღდგენა, რამაც დაგეგმილზე სწრაფად გაზარდა ჩვენი ეკონომიკა და საშუალება მოგვცა რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.


კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის. მისი თქმით, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ისეთ რთულ გარემოებებში, რომელიც დღეს გლობალურად დგას.


ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up